x
image
მანჩო 777
ძვირფასი კოსმეტიკის დაბალფასიანი ანალოგები

image
ამბობენ, ყველა ადამიანს დედამიწაზე ყავს თავისი ორეული, თუნდაც ის ცხოვრობდეს დედამიწის მეორე მხარეს და ვერასოდეს ვერ ვნახოთ მთელი სიცოცხლის მანძილზე, ის არსებობს და ტყუპივით გვგავს ჩვენ. არამარტო ადამიანებს, ძვირფას კოსმეტიკურ საშუალებებსაც ჰყოლიათ თავისი ანალოგები, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს.

image
Paul Mitchell VS Head&Shoulders

გარეგანი შეხედულებით ორი ძალიან განსხვავებული პროდუქტი, მაგრამ ორივეს ერთი და იგივე თვისება აქვს: შესანიშნავად აგრილებენ, ატენიანებენ თავის კანს, აშორებენ ქერტლს. კონდიციონერი- პილინგი Tea Tree Hair ღირს 35$, ხოლო Head&Shoulders კი 9$. შედგენილობა მათ ერთი და იგივე აქვთ:ავსტრალიური ჩაის ხის ექსტრატი, პიტნის ზეთი და პოლიმერული ნაწილაკები.

image
CND VS Pupa

Shellac CND-ის ლაქის ჟელესმაგვარი სტრუქტურა და მისი ბრწყინვალე პრიალა ფერი ნაცნობია მოდას მიმდევარი ბევრი ქალბატონისათვის, თუმცა მისი ფასიც საკმაოდ დიდია-39$. ლაქი ინარჩუნებს თავის სიპრიალეს და ბრწყინვალებას 3 კვირის მანძილზე, თან ისეთი სხივი აქვს, რომ გეგონებათ, ახლახან წაისვით ფრჩხილებზე. მარკა Pupa-მ გამოუშვა ზუსტად ასეთივე შემადგენლობის და ხარისხის ლაქი Lasting Color Gel (ღირს 7$), რომელსაც იგივე ჟელესმაგვარი სტრუქტურა და ბრწყინვალება გააჩნია.

image
Dior VS IsaDora

ალბათ არ მოიძებნება ბევრი ქალბატონი, რომელმაც არ იცის, რაა BB კრემი.Diorskin Nude BB კრემი აერთიანებს კანის

დატენიანებას, დაცვას და ტონალური კრემის ფუნქციას დაფაროს კანის დეფექტები, ასწორებს და ხავერდოვანს ხდის კანს (ღირს 68$). BB კრემი All-in-One Isa Dora, წარმოადგენს მაკიაჟის საბაზისო კრემს, ატენიანებს, ტონიზირებას უკეთებს კანს, იცავს მას ერთი წასმით(ღირს 19$).

image
Clarins VS Bourjois

ახლახანს კოსმეტიკის ბაზარზე მოხდა ლეგენდის დაბრუნება: მარკა Clarins -მა თავის სხვა პროდუქციათან ერთად გამოუშვა თვალის ლაინერი 3-Dot Liner(ფასი 36$). აი მის ტყუპისცალს კი სულაც არ უფიქრია ბაზრის დატოვება: Bourjois-ის ლაინერს Intuitive Liner ( ფასი 9$) ზუსტად ისეთივე სამკბილიანი თავი აქვს და გაჯერებული ფერი.

MAC VS Essence

კრემისებური თვალის ჩრდილი ორი განსხვავებული მარკისა: Mac Fluidline(32$) და Essence Gel Eyeliner (4$). ორივე მათგანს გააჩნია ინტენსიური ფერი და მდგრადი სტრუქტურა.

image
Clinique VS Pupa

რამოიდენიმე წლის წინ მარკა Clinique-მა გამოუშვა პომადა-ბალზამი ტუჩებისათვის Chubby Stick (27$). პომადას აქვს ფანქრის ფორმა და ანიჭებს ტუჩებს ბუნებრივ, ნაზ ფერს. პროდუქტი ნამდვილი ბესტსელერი გახდა. ამ შემოდგომაზე Pupa-მ გამოუშვა მსგავსი პომადა Diamond Lipstick(12$), რომელიც ძალიან ჰგავს წინა ბრენდს. პომადას აქვს გაჯერებული ბუნებრივი ფერი, დამატენიანებელი ეფექტი და მისი წასმა შესაძლებელია სარკის გარეშეც კი.

image
GlamGlow VS Lush

ცნობილი სახის ნიღაბი Youthmud 90$)თავდაპირველად შეიქმნა ჰოლივუდის მსახიობებისათვის, რომლებიც მუდამ ფორმაში უნდა იყვნენ.სულ 10 წუთში ნიღაბს შეუძლია აღადგინოს კანი, ამოავსოს ფორები, მიანიჭოს კანს ბუნებრიობა და სილამაზე, რათა მსახიობი თამამად დადგეს კინოკამერის წინ. ნიღაბი დამზადებულია თიხაზე და წყალმცენარეებზე და გააჩნია გამაგრილებელი ეფექტი.image

ვარსკვლავური ნიღაბის ტყუპისცალად შეგვიძლია ჩავთვალოთ Lush-ის ნიღაბი(13$), რომელიც დამზადებულია პიტნის ზეთზე.მაშ შეუძლია ღრმად გაასუფთაოის სახის კანის ფორები ბენტონიტებისა და კაოლინის დახმარებით, რომლებიც თითქოსდა იწოვენ ჭუჭყს მათგან.

საინტერესოა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ცნობილი ფირმების "პლაგიატებთან"?

2
428
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
428
  
2013, 13 სექტემბერი, 19:38
მადლობა, გენაცვალე:)
2013, 13 სექტემბერი, 10:25
მაგარი სტატიაა
0 1 2