x
image
ხიზანიშვილი
მზის სათვალე სწორად შეარჩიეთ

image- მზისგან დამცავი ლამაზი სათვალის შეძენა ადვილია, მაგრამ როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?
- სათვალის ლინზებს როგორც მინისგან, ასევე პლასტიკური მასისგან ამზადებენ. პლასტმასი იმდენად ხარისხიანი და დახვეწილია, რომ გამოსახულების მკაფიოობა მინისას არ ჩამოუვარდება.
- მინა ტრამვის მიღების თვასაზრისით საშიშია. სამაგიეროდ მისი გამოყენების დრო 5 წლამდეა და დაფხაჭნისკენ ნაკლებად მიდრეკილია.
- პლასტმასის სათვალე სასურველია 2 წლის შემდეგ შეიცვალოს, ვინაიდან მისი გამჭირვალობა თანდათან გაუარესებას იწვევს, მიკრონაკაწრები ჩნდება, სამაგიეროდ მსუბუქია, ცხვირის ფუძეს ნაკლებად აწვება და ტრამვის მიღება ნაკლებად შესაძლებელია.
- მზისგან დამცავ სათვალეში თუ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა ჩადებული არ არის, მაშინ ის არამხოლოდ უსარგებლო, ამავდროულად მავნეცაა. ასეთი სათვალის გაკეთებისას თვალის გუგა ფართოვდება, თითქოს ბნელ შენობაში მოხვდით. გაფართოებული გუგებიდან მზის სხივები ბევრად მეტი შეიჭრება, ვიდრე მაშინ, თუ სათვალეს საერთოდ არ გავიკეთებთ.
- თუ სათვალეზე აღნიშნულია UV 400, ასეთი სათვალის შეძენა თამამად შეიძლება. ეს იმის ნიშანია, რომ ლინზები 400 ნანომეტრამდე სიგრძის სინათლის ტალღებს არ ატარებენ.
- ქამელეონი. ფოტოქრომული ლინზები დაჩრდილვის ხარისხს განათების მიხედვით ცვლიან.
- სხვადასხვა ფერის ლინზები შავის, ყავისფერის, ნაცრისფერის, ყვითლის გარდა, მხოლოდ უკანასნელი მოდის კივილია, არც მავნეა და არც სასარგებლო. გამოსხივებისგან არ იცავს.
- უმჯობესია შეარჩიოთ სუსტი დამუქება ან გამჭირვალე ლინზები, რომლებშიც ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა. მაგრამ არა - მუქი ფერის. მუქ ლინზებში გუგები ძლიერ ფართოვდება, ეს თვალშიგა სითხის უკუდენას აუარესებს და თვალის წნევის მომატებას იწვევს.
- რაც შეეხება ბავშვებს, მათ მზის გამოსხივებისგან თვალების ფიზიოლოგიური ადგილმდებარეობა იცავთ. ქალაქში ან პლაჟზე დილის საათებში თვალის დასაცავად კეპიანი ქუდიც საკმარისია.

0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0