x
image
K.P.
რა სიახლეებია ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში და რას გეგმავს სამომავლოდ
imageუიღბლო ქორწინებისა და დიდი ჭორების ქარ-ცეცხლის შემდეგ ყველაფერი პატარა ელენეს დაბადებამ შეცვალა. ნინი ბადურაშვილი უკვე დედაა. ელენე ჭირვეული ბავშვი არ გახლავთ, კარგად სძინავს და კარგადაც ჭამს. გოგონას დედასაც ამსგავსებენ და მამასაც. ნინი ბადურაშვილის მტკიცებით, ირაკლი კუტალაძე საკუთარ ქალიშვილს ფოტოებიდან იცნობს და სავარაუდოდ თბილისშიც ჩამოვა და მალე პირადად გაიცნობს.

image

"ეს თემა იმდენად ყელში მაქვს ამოსული, იმდენად ამომადინეს, რომ არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ ჩამოვა და თავის შვილს ნახავს"-გვიამბობს მომღერალი.

ნინი ძალიან ბედნიერია და დედის ამპლუაც შესანიშნავად მოირგო: "მე ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე დედისა ამპლუას. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის"


მომღერალს სამომავლოდ სერიოზული გეგმები აქვს, უკვე დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა და უნდა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეკა კახიანმა და ნინიმ ერთად სიმღერაც დაწერეს, რთულ პერიოდში მუზა ეწვიათ. მომღერალს სხვა სერიოზული გეგმებიც აქვს, რომელსაც ჯერ არ ამხელს.



ნინი ბადურაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. სამომავლოდ თუ კარგ ფორმაში იქნება უნდა ბედი სცადოს, პროექტის მოგებაც უნდა და იცის, რომ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. თუ მომღერალს დრო ექნება შესაძლოა შემდეგ ეზონშიც იცეკვოს.image

ნინის პატარა დიშვილიც ჰყავს, ლადო. ეკა კახიანი, როგორც თვითონ აღნიშნა, უკვე "ორგზის ბებიაა". დები ორსულობის პერიოდში ერთად ვარჯიშობდნენ და მიღებულ ცოდნასაც ერთმანეთსაც უზიარებდნენ, ახლა კი დედობასაც ერთად ეჭიდებიან, ზედმეტი კილოგრამებიც მოიშორეს და უკვე შესანიშნავად გამოიყურებიან. სოციალურ ქსელებსა და ჟურნალ-გაზეთებში არც ელენესა და არც ლადოს ფოტოები არ გამოქვეყნებულა. რამდენიმე დღის წინ კი ქეთო თოფურიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვიდეო განათავსა, სადაც ნინიც და ანასტასიაც შვილებთან ერთად სხედან და პატარებს ეთამაშებიან. სულ ცოტა ხნის წინ კი ნინის ფოტოც გავრცელდა. მომღერალს ხელში პატარა ლადო უჭირავს. ხალხი მოუთმენლად ელის პატარა ელენეს სურათის ხილვას. ქეთოს მტკიცებით, კი ელენეს ფოტოს გამოქვეყნებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავენ. ვუსურვოთ პატარებს ბედნიერი მომავალი...imageimageimage

ნინი პატარა ლადოსთან ერთად.

image




















ნინი ქალიშვილთან, ელენესთან ერთად.

0
684
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0