x
image
ხიზანიშვილი
როგორ ვებრძოლოთ გამონაყარს
image- თუ თქვენ გამონაყარი გაწუხებთ, პირველ ყოვლისა, კანი მუდმივად სუფთა უნდა გქონდეთ, ანუ დილა-საღამოს გაიწმინდოთ სპეციალური ტონიკით, შემდეგ კი წაისვით გამონაყარის საწინააღმდეგო საცხი.

- ტონიკი მზადდება შემდეგნაირად:

- 3 გრამი ბორის მჟავა, 1 გრამი ბენზოის მჟავა, 1 გრამი სალიცინის მჟავა კარგად ასრისეთ სპეციალურ როდინში, ნელ-ნელა დაამატეთ 20 გრამი ახალგამოწურული ლიმონის წვენი (თან სრისეთ), ბოლოს - 90 გრამი გამოხდილი წყალი. კარგად მოურიეთ და ჩაასხით მინის ბოთლში. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

- ამ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით კარგად გაიწმინდეთ მთელი სახე. რომ შეგაშრებათ, წაისვით სამკურნალო საცხი.


- შეგიძლიათ დაამზადოთ მცენარეული ტონიკი (ცხიმიანი კანისთვის):

- 1 ცალ ბროწეულის ქერქს დაასხით 1, 5 ჩაის ჭიქა წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. რომ გაგრილდება, გადაწურეთ. 40 მილილიტრ ნახარშს დაამატეთ 100 მილილიტრი გამოხდილი წყალი და 20 მილილიტრი ძმარი (ვაშლის ან ღვინის), კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში.

- გამონაყარის სამკურნალო საცხი მოამზადეთ შემდეგნაირად:

- 10-10 აბი სტრეპტოციტი, ლევომიცეტინი და ასპირინი ძალიან კარგად ასრისეთ როდინში. წვეთობით შეურიეთ 100 მილილიტრი სამედიცინო სპირტი, 100 მილილიტრი ქაფურის სპირტი და 200 მილილიტრი გამოხდილი წყალი. ჩაასხით მინის ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ.

- წაისვით ტონიკი გაწმენდილ სახეზე. თუ საღამოს წაისვამთ, გაიჩერეთ დილამდე. დილას ისევ ტონიკით გაიწმინდეთ და ისევ საცხი წაისვით. შეგიძლიათ, არ ჩამოიბანოთ, ისე გახვიდეთ სახლიდან. სასურველია, რომ 2-3 კვირის განმავლობაში თავი შეიკავოთ მაკიაჟისგან. სახის შესამშრალებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები.

0
1062
7-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
1062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0