სხვა აბა ამოიცანით თქვენი თავი 2013, 10 სექტემბერი, 19:33 საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გულწრფელი სიცილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის ძალიან კარგია. დღეში 15 წუთიანი სიცილი ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ადამიანის ნამდვილი ღიმილი გრძელდება დაახლოებით 5-10 წამი, რაც გამოიხატება მისი სახის კუნთების დაჭიმვით. გაგიკვირდებათ და სიცილის საშუალებით ასევე შეგიძლიათ ადამიანის ხასიათის გამოცნობა. შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას და ამოიცნოთ როგორც საკუთარი თავები, ასევე თქვენს გარშემო მყოფი ადმაიანები: 1. ხმამაღალი, ჯანმრთელი სიცილი - ეს არის ნიშანი კარგი ჯანმრთელიბის, ასევე ნატურის ჩაკეტილობის. 2. უხეში სიცილი - ეგოისტური-ცხოველური ნატურისთვის დამახასიათებელი. 3. ჩუმი, რბილი სიცილი - დაბალი ნებისყოფის მაჩვენებელი, რბილი ნატურა, ასევე ნერვიული. 4. სიცილი რომელიც სულიდან მოდის - გამოხატავს მხიარულ და კეთილ ბუნებას. 5. თუ სიცილი მთავრდება ჩასუნთქვით - ნებისყოფის გამოხატულება, ასევე მიდრეკილება ისტერიისკენ. 6. წიკვინა სიცილი - ბოროტი ბუნება, ჩუმჩუმელობა, ფარულობა. 7. ძალიან მოკლე სიცილი - ჭკუის/სიჭკვიანის ნიშანია ასევე ჩაკეტილობისა და დიდი ნებისყოფის. 8. უხმო სიცილი - მხეცურობა, გათვლის უნარი, ფრთხილობა და ფარულობა. 69 3-ს მოსწონს
|