დღეს მინდა ძალიან საინტერესო ტესტის შესახებ მოგიყვეთ. ფსიქოლოგების აზრით, იმის
მიხედვით თუ რას, როგორ და რა განლაგებით ხატავს ადამიანი, მარტივად შეიძლება მისი
ხასიათის შტრიხებზე ვიმსჯელოთ. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს, რომელთაც იგი
ხატვის დროს უპირატესობას მიანიჭებს. თუმცა უმთავრესი მაინც ნახატის მთავარი კომპოზიციის
შექმნაა. აქედან გამომდინარე, მოდით „დავტესტოთ“ როგორია თქვენი ხასიათის შტრიხები,
რაზე დარდობთ ამ ეტაპზე, რა გაწუხებთ, ბედნიერი ხართ თუ ჯერ კიდევ ელით ბედნიერებას..
ან საერთოდ როგორ გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა ცხოვრებაში. მოკლედ ასე, მოიმარჯვეთ
პასტა და ფურცელი, ან გახსენით კომპიუტერში პროგრამა „ფეინთი“ და დამიხატეთ უბრალო
სახლი..ნახატები შეგიძლიათ კომენტარის სახით აღწეროთ და მე მათ „შიფრს“ დაგიწერთ პასუხად.