საერთაშორისო სამხედრო და სისხლის სამართლის ტრიბუნალები საერთაშორისო სამართლის ეფექტურობის კარგი მაგალითია. ჩვენ მიერ
შესწავლილი მასალა ძირითადად ეხებოდა სისხლის სამართლის ცნებას,
დანაშაულთან ბრძოლას, პასუხისმგებლობის საკითხს და ა.შ. თუმცა ინფორმაცია მწირად იყო მის გავითარებაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ
მოგვეძიებინა მასალები და გამოგვეკვლია საერთაშორისო სისხლის სამართლის
ისტორია, მისი ჩამოყალიბების პროცესი. ამ მიზნით კი გადავწყვიტეთ უფრო ღრმად შეგვესწავლა საერთაშორისო სამხედრო და სისხლის სამართლის ტრიბუნალები. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ ნიურნბერგის, ტოკიოს, ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის პროცესებს. გავაკეთებთ მოკლე ანალიზებს ტრიბუნალებთან დაკავშირებით
, შევაფასებთ მათ შედეგებს და გავლენას საერთაშორისო სისხლის სამართლის განვითარებაში.
შესავალი
თავდაპირველად, ჩამოვაყალიბებთ თუ რა არის საერთაშორისო სისხლის სამართალი, რა სფეროებს მოიცავს, რა
არის მისი კომპეტენცია და რა წყაროებით სარგებლობს ის.
საერთაშორისო სისხლის სამართალი საერთაშორისო საჯარო
სამართლის შემადგენელი ნაწილია და მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოთა ეროვნულ სამართალთან.
საერთშორისო სისხლის სამართალი არის პრინციპებისა და ნორმების სისტემა, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების, გამოძიებისა და დასჯის მიზნით. იგი მოიცავს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის აღმასრულებელ ნორმებს.
საერთაშორისო სისხლის სამართალი პასუხისმგებელია ისეთ საქმეებზე როგორიცაა: ჰუმანიტარული სამართალი; აქ განიხილება
ისეთი დანაშაულები როგორიცაა დაჭრილების, ავადმყოფების, იმ სამოქალაქო პირების, რომლებიც არ მონაწილეობენ კონფლიქტში, წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები; ეს ითვალისწინებს აგრეთვე ტყვეების კარგ მოპყრობასა და მაგ. ჩაძირული გემის
მეზღვაურების დაცვას. ასევე, აქ მოიაზრება "ომის კანონების და ადათების დარღვევის" დანაშაულებები, რომლებიც აფიქსირებენ უფლებებსა და მოვალეობებს მეომარი მხარეების სამხედრო ოპერაციების მართვაში, და კრძალავენ ზოგიერთი ზიანის მიმყენებელი საშუალებების გამოყენებას.
ამის გარდა არსებობს
საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულების გრძელი სია, რაც შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს:
ომის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებებიგენოციდის დანაშაულებები დანაშაულები კაცობრიობის წინაშე.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ომის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულობები
ომის დანაშაულობების ცნება შეიცავს სახელდობრ "საერთაშორისო მკვლელობას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს; განზრახ დიდი ტანჯვის ან ფიზიკური მთლიანობის ან ჯანმრთელობისთვის საზიანო ტკივილის მიყენების ფაქტს; ომის ტყვე-პატიმარის ან სამოქალაქო პირის იძულების ფაქტი მოემსახუროს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს; ტოქსიკური იარაღის ან სხვა იარაღის განზრახ გამოყენებას ტანჯვის მიყენებისთვის; დაუცველი ქალაქების, სოფლების, საცხოვრებლების ან შენობების უმოტივოდ დანგრევა; განზრახ კონფისკაცია, დანგრევა ან განადგურება რელიგიური, დამხმარე ან სასწავლო, ხელოვნების ან მეცნიერებისთვის განკუთვნილი შენობების, ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების და მეცნიერული ხასიათის ნიმუშების." ამის განსაზღვრა ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან ომის დროის ხშირად ხდება მსგავსი დანაშაულებები, ირღვევა
ადამიანის უფლებები და როცა ეს უკვე
ოფიციალურად ითვლება დანაშაულად, ეს გარკვეულწილად ამცირებს ასეთ ფაქტებს.
გენოციდის
დანაშაული
გენოციდი
განიმარტება როგორც აქტი, "ჩადენილი განადგურების განზრახვით, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეროვნების, ეთნოსის, რასის ან რელიგიური ჯგუფის როგორც ასეთის." ამ აქტმა შესაძლოა მიიღოს ეფექტური ფორმა "ჯგუფის წევრების მოკვლით". მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული შესაძლოა ასევე გახდეს "ჯგუფის განზრახ დამორჩილება მისი მთლიანად ან ნაწილობრივ ფიზიკურად ძალით დაშლის არსებობის პირობებით, " "ჯგუფის შიგნით დაბადების შეჩერების საშუალებები", ან "ბავშვების იძულებით გადაადგილება ერთი ჯგუფიდან მეორეში."
რა თქმა უნდა, ესენი ხშირად ინდივიდებია, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პირდაპირი მსხვერპლნი ასეთი რეპრესიების, და ასეთი გენოცი შეიძლება დაემსგავსოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ გენოციდის სპეციფიკურობა არსებობს იმ ფაქტში, რომ გენოციდის დანაშაულის ავტორის მიზანს წარმოადგენს ჯგუფის დაშლა, რომელიც მიეკუთვნება მსხვერპლს: ინდივიდის გარდა, ეს არის მთელი საზოგადოება რომლიდანაც იგი წარმოიშვა. მისი წევრის მოკვლით, დამნაშავეს სურს ხელი შეუწყოს მთლიანად "ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური" ჯგუფის განადგურებას.
მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.
თავად ტერმინი "გენოციდი" ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა.პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წლის დეკემბერში მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაულისა ადამიანის მიმართ.
გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხილსმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)
რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.
XX ს-ის ყველაზე ცნობილი გენოციდის ფაქტები:
ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება (ჰოლოკოსტი), სლავების, ბოშების (პარაიმოსი) და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლები, მეორე მსოფლიო
ომის პერიოდში.სამი
მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტასა და იენ სარის რეჟიმის დროს 1974-79წლებში, კამბოჯაში.1994 წელს-მასობრივი განადგურება რუანდაში, ჰუტუსა და ტუტსის დაპირისპირების შედეგად.
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული
ესაა დანაშაული, ჩადენილი "შეიარაღებული კონფლიქტის დროს, საერთაშორისო ან შიდა სახელმწიფო მნიშვნელობით და წარმართული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ." ამგვარად კვალიფიცირებული დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ არის "მკვლელობა, განადგურება, არასასურველი შემცირება, განდევნა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური მიზნით დევნა, და სხვა არაადამიანური ქმედებები." ნაცისტების განზრახ ქმედებების გასამართლებისთვის გაჩნდა ცნება დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც გამოხატავს არადამიანურ ქმედებებს ჩადენილს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, და რომელიც, უარყოფს ადამიანს მისი სპეციფიკურობის და ადამიანური საზოგადოების მიკუთვნებულობის გამო, გამოიწვევს მთელი კაცობრიობის დაინტერესებას.
ეს ქმედება ხშირად დაფუძნებულია საშიშ შეხედულებაზე, რომელიც ადამიანს უარყოფს მისი ეთნიკური, რასობრივი, პოლიტიკური ან გენეტიკური ხასიათის გამო. განსხვავების ამგვარი შემცირებით, ინდივიდი უარყოფილია თავისი ადამიანური პირობიდან გამომდინარე.
საერთაშორისო დანაშაულებს* მიეკუთვნება, აგრეთვე: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის ცდა, ინტერვენცია, რასობრივი დისკრიმინაციის უსასტიკესი ფორმები - გენოციდი და აპარტეიდი, მონობა და მონებით ვაჭრობა; ამ დანაშაულთა რიცხვს ეთნიკური წმენდაც მიეკუთვნება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაული ტრიბუნალების კომპეტენციაში შედის და სტატუტითაა
განსაზღვრული. კერძოდ კი მაგალითად ჰუმანიტარულ დანაშაულს განსაზღვრავს სტატუტის პირველი მუხლი, ასევე 2 მუხლი აზუსტებს, რომ დასასაჯელია "1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის ოთხი კონვენციის სისხლის მძიმე დანაშაულებები." უწოდებენ რა ზოგჯერ წითელი ჯვარის კონვენციებს, ისინი ცდილობენ უზრუნველყონ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ჩაძირული გემების მეზღვაურთა დაცვა (პირველი და მეორე კონვენციები), სამოქალაქო პირები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში (მეოთხე კონვენცია), ასევე ომის ტყვეების კარგი მოპყრობა (მესამე კონვენცია). სტატუტის მეოთხე მუხლი მიძღვნილია გენოციდის დანაშაულებების წინააღმდეგ და ა.შ.
სწორედ ამიტომაა, რომ ტრიბუნალებს უდიდესი როლი ენიჭებათ საერთაშორისო სისიხლის სამართალში და ის არამარტო
გასამართლებისა და დასჯის მექანიზმია, არამედ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო სისხლის სამართლის განვითარებაში. თავდაპირველად სწორედ სამხედრო
ტრიბუნალების დროს განისაზღვრა მთელი რიგი დანაშაულებების ცნება, შესაძლებელი გახდა დასჯილიყვნენ დამნაშავენი, ტრიბუნალები ავსებდნენ სისხლის სამართალს იმ გაგებით, რომ ნელ-ნელა ემატებოდა აკრძალვები, სხვადასხვა კონვენციები... ის, რომ
ადრე საერთდ არ არსებობდა არათუ სისხლის, არამედ საერთოდ საერთაშორისო სამართლის ცნებაც კი, კარგად გვანახებს კონტრასტს წარსულსა და დღევენდელობას შორის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
თანამედროვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აღმოცენების ისტორია იწყება წარუმატებელი წინადადებებით, ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო ტრიბუნალი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი ნიურბერგისა და ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალებმა მსოფლიო საზოგადოების თვალთახედვის არეში წინა პლანზე წამოსწია მუდმივმოქმედი სასამართლოს შექმნის აუცილებლობა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდიფიკაციის დასაწყისად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ 1945 წლის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება და 1946 წლის ნიურბერგის სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი. აღნიშნული დოკუმენტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1946 წლის დეკემბერში სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა ნიურბერგის ტრიბუნალის სტატუტით აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები.
1992 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინაში გენოციდისა და ომის დანაშაულებმა, რასაც მოჰყვა იუგოსლავიისათვის დროებითი ad hoc ტრიბუნალების დაფუძნება, გააძლიერა დისკუსიები სახელმწიფოებს შორის სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ.
1993 წელს საერთაშორისო სამართლის კომისიამ გაეროს გენერალურ ასამბლეას განხილვისთვის წარუდგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის პროექტი.
1994 წელს რუანდაში განვითარებულმა მოვლენებმა გაეროს უშიშროების საბჭო იძულებული გახადა დაეარსებინა მეორე ad hoc ტრიბუნალი რუანდისთვის.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შემდგომ, 1998 წლის 15 ივლისიდან 17 ივლისამდე რომში გაეროს ეგიდით ჩატარდა დიპლომატიური კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასაფუძნებლად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 162 სახელმწიფო, აქედან 120 მოწონებით შეხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის იდეას.
“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება" ძალაში შევიდა 2002 წლის პირველ ივლისს. დღევანდელი მდგომარეობით, რომის სტატუტის რატიფიცირება უკვე მოახდინა ასათმა სახელმწიფომ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში 4 ad hoc ტრიბუნალი და 5 საგამოძიებო კომისია დაფუძნდა.
ოთხი ტრიბუნალია:
(1) ნიურნბერგში განთავსებული საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი;
(2) ტოკიოში განთავსებული საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შორეული აღმოსავლეთისათვის;
(3) სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისათვის, განთავსებული ჰააგაში და
(4) რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, განთავსებული არუშაში.
ხუთი საგამოძიებო კომისიაა:
(1) 1919 წელს შექმნილი ომის წამომწყებთა პასუხისმგებლობისა და სასჯელთა აღსრულების კომისია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარ დანაშაულებს იძიებდა;
(2) 1943 წლის ომის დანაშაულთა გაეროს კომისია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებდა;
(3) 1946 წელს შექმნილი შორეული აღმოსავლეთის კომისია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა;
(4) უშიშროების საბჭოს № 780 რეზოლუციის საფუძველზე ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევათა გამოძიებისათვის შექმნილი ექსპერტთა კომისია და
(5) ექსპერტთა დამოუკიდებელი კომისია - რუანდის კომისია - რომელიც უშიშროების საბჭოს № 935 რეზოლუციის საფუძველზე, რუანდის სამოქალაქო ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოსაძიებლად დაფუძნდა.