ფილმ "საზღვაო ბრძოლაში" შედგა Rihanna-ს სამსახიობო დებიუტი და იგი აქტიურად განაგრძობს კარიერას, რადგან უკვე ახალი როლისთვის ემზადება. ეხლახანს გახდა ცნობილი რომ Rihanna მიიღებს მონაწილეობას "ფორსაჟის" მეექვსე ნაწილში, სადაც ერთ-ერთ ბოროტ პერსონაჟს ითამაშებს ბლოკბასტერში. მისი პარტნიორები იქნებიან dwayne johnson და vin diesel."რეჟისორები დარწმუნებულები არიან რომ სწორი არჩევანი გააკეთეს, Rihanna-ს გმირი მებრძოლი პერსონაჟია, როგორც ამბობენ ტყვეებს არ იყვანს, როგორც რეალურ ცხოვრებაში არის თავად ვარსკვლავი. ეს ერთ-ერთი საფეხურია სამსახიობო მწვერვალისკენ და Rihanna-ს ეს ესმის და უხარია" -აცხადებს Rihanna-ს პროდიუსერი.
ეკრანებზე "ფორსაჟის" მეექვსე ნაწილი 2013 წლის მაისში გამოვა, გადაღებები კი უკვე შემდეგ თვეში დაიწყება(სცენების უმეტესობა ლონდონში იქნება გადაღებული).
![image](/uploads/article_images/small/1861335862296.jpg)
![image](/uploads/article_images/small/1861335862303.jpg)
![image](/uploads/article_images/small/1861335862311.jpg)