x
ვეზუვი

79 წლის 24 ოქტომბერს დილით ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნეაპოლის ყურეში ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. დამანგრეველმა კატასტროფამ მიწასთან გაასწორა რომის საპორტო ქალაქი პომპეი და კიდევ 8 ქალაქი. ქალაქში იმ დილითაც ჩვეულებრივ დაიწყო ცხოვრება. ხალხი დაკავებული იყო 13 წლის წინ მიწისძვრის მიერ დანგრეული სახლების ხელახლა შენებით. ხანგრძლივი სიმშვიდის შემდგომ ქალაქთან ახლოს მდებარე 1800 მეტრის სიმაღლის ვეზუვის სიღრმეში გამანადგურებელმა ძალამ გაიღვიძა, რასაც მოჰყვა ძლიერი მიწისძვრა, შემდგომ მთას წვერი მოსწყდა და ცეცხლის შავი სვეტი 25 კილომეტრზე აიჭრა ჰაერში. წამოვიდა ქვის სეტყვა. 15 მეტრის სიმაღლეზე ლავამ ქალაქი მთლიანად დაფარა. დაიღუპა 12000 ადამიანი

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ჰუგო
ჰუგო
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0