ვარსკვლავები ქეთა თოფურიას ქორწილი 2013, 10 სექტემბერი, 1:29 ქეთა თოფურია, ყველას გვახსოვს, როგორც პატარა მომღერალი გოგონა, რომელიც საქართველოში ოდესღაც არსებული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო. მის წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის დედას, რომელიც ყველაფერში მხარში ედგა შვილს და ეხმარებოდა პროფესიულ განვითარებაში.
ქართულ შოუ-ბიზნესს მოყვა რუსეთის დიდი შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის (ჯგუფის) სოლისტობა, რის შემდეგაც ქეთა საკმაოდ ცნობილი და შეძლებული მომღერალი გახდა. ყველასათვის ნათელი ფაქტია, რომ ჯგუფი "ა-სტუდიო" თითო გამოსვლაში 40 000 ევრომდე იღებს. ქეთამ მეორე ნახევრად აირჩია საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენი ლევ გეიხმანი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნო, თუმცა შეხვედრა გაცნობიდან 1 წლის შემდეგ დაიწყეს. შარშან დეკემბერში ლევმა ქეთას ხელი სთხოვა და 2013 წლის 9 სექტემბერს დადგა ის დღეც, როცა ქეთამ თეთრი კაბა ჩაიცვა. საპატარძლო კაბა "ა-სტუდიო"-ს სოლისტმა პარიზში შეიძინა, სავარაუდოდ ევროპაში საპატარძლო კაბების ყველაზე ცნობილი დიზაინერის ელი სააბის სალონში. დიდ ბედნიერებას ვუსუსრვებთ ქეთას მის ოჯახთან ერთად და მალე პატარა გეიხმანის ხელში დაჭერას. გთავაზობთ სურათებს. 1369 5-ს მოსწონს 2-ს არა
|