მაკიაჟი და ვარცხნილობა მოდური ვარცხნილობები ახალი 2014 წლისათვის 2013, 9 სექტემბერი, 20:34 მოდას მიმდევარმა ყველა ქალბატონმა იცის, რომ ყოველ ახალ სეზონს შემოაქვს სიახლეები არამარტო ტანსაცმლისა და აქსესუარების მოდურ ტენდენციებში, არამედ ეს ეხება აგრეთვე ვარცხნილობასა და მაკიაჟს.
მომავალ სეზონში საპარიკმახერო ხელოვნების ოსტატები უპირატესობას ანიჭებენ გრძელ ღია ფერის თმას და ამ თმისაგან შექმნილ მრავალნაირ ვარცხნილობას.
პარიკმახერების მიერ შემოთავაზებულ უამრავ ვარიანტში თქვენ იოლად იპოვით თქვენი გარეგნობისა და სახის შესაფერის ვარცხნილობას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მომავალი სეზონის ჰიტია გრძელი ღია ფერის თმები.სწორი, კულულებიანი, ტალღოვანი, ბუნებრივი ხვეულები- ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია სიგრძე. პოდიუმზე ბრუნდება გრანჟის განუმეორებელი სტილი: გრძელი ლოკონები, რომლებიც ფრთებს გვაგონებს. გრძელი ჩოლკა, რომელიც სახის უმეტეს ნაწილს ფარავს. თუ თქვენ ფუმფულა ხვეული თმების მფლობელი ხართ, ნუ იჩქარებთ მის გასწორებას, რადგან ბუნებრივ ლოკონებად დახვეული თმები ძალიან მოდაშია. შეიძლება ჩოლკის გასწორება, ის კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს თქვენი ლოკონების სიხშირესა და სილამაზეს. უკანასკნელი მოდური ტენდენცია მოიცავს აგრეთვე რეტრო სტილს. განსაკუთრებით წინა საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ვარცხნილობებს. მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოდაშია მოვლილი და ჯანმრთელი თმები. ქალების უმეტესობა ზრუნავს სახის მოვლაზე, მაგრამ თმების მოვლა რატომღაც ავიწყდებათ. მოუარეთ თქვენს თმას, გამოიყენეთ სხვადასხვა ნიღბები და გამაჯანსაღებელი საშუალებები. მოერიდეთ ფენის და დასახვევის ხშირად ხმარებას. გახსოვდეთ, რომ სტილისტს მხოლოდ ვარცხნილობის გაკეთება შეუძლია თქვენთვის, ხოლო მასალა ჯანსაღი თმის სახით თქვენ უნდა მიაწოდოთ მას. ნუ იქნებით კონსერვატიულები, იყავით თამამნი და უარი არ თქვათ მრავალნაირ ექსპერიმენტებზე. 805 10-ს მოსწონს
|