ვარსკვლავები მონიკა ბელუჩი იტალიური Vanity Fair-ის ფოტოსესიაში 2012, 1 მაისი, 11:02 ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ ჟურნალ იტალიური Vanity Fair-ის მაისის ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 47 წლის მსახიობი კვლავ საუცხოო ფორმაშია და მის სილამაზეს ასაკი კვალს არ ამჩნევს. მონიკა კატეგორიულად წინააღმდეგია პლასტიკური ქირურგიის და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისთვის მხოლოდ ვიტამინებს იყენებს. ჟურნალის ფოტოები ნაკლებად არის დამუშავებული და მასზე კარგად ჩანს მონიკას ნაოჭები, თუმცა ისინი მონიკას სილამაზეს არ ჩრდილავს.
444 5-ს მოსწონს
|