x
image
ციცი
Mediator image
კიტრი-შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალება (ნიღბები და ლოსიონი)
image

კიტრი არა მარტო სალათის შეუცვლელი ინგრედიენტია, არამედ იგი შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა, რომლის გამოყენებაც თქვენი სახის კანზე ეფექტურად აისახება.

მაშ ასე, სცადეთ!

ყველაზე მარტივი ნიღაბი თქვნს კანს დაეხმარება ელასტიურობის აღდგენაში. ამისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე კიტრი, სახეხი და ცოტაოდენი დრო. მისი გამოყენება შეიძლება არა მარტო სახისთვის, არამედ დეკოლტეს ზონაში და მხრებზეც. ნიღბისთვის დაჭერით და ან გახეხეთ კიტრი მსხვილ სახეხზე, გაინაწილეთ სახეზე ან დეკოლტეს ზონაში და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიშორეთ.

ლიმონის წვენთან ერთად კიტრს მათეთრებელი ეფექტი აქვს. უმარტივესი ვარიანტი, აიღეთ კიტრის ნაჭერი, დაასხით მასზე ახალგამოწურული ლიმონის წვენი, ისე რომ დაფაროს მთლიანად და დადეთ რამდენიმე საათით, ხოლო შემდეგ ამ კიტრის ნაჭრით გაიწმინდეთ სახე, 20-25 წუთის შემდეგ კი გრილი წყლით დაიბანეთ. ერთჯერადი პროცედურა დიდ ეფექტს არ იძლევა, საჭიროა რეგულარულად მისი გამოყენება.image


მათეთრებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის-კიტრი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დავამატოთ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წავისვათ სახეზე და გაშრობის შემდეგ ხელსახოცით ფრთხილად ჩამოვიწმინდოთ. ამის შემდეგ კი სახე მინერალური წყლით უნდა დავიბანოთ.

კიტრისგან მკვებავი ნიღბების დამზადებაც შეიძლება.

მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის-გავხეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე და შევურიოთ არაჟანი პროპორციით 1:1-ზე. მიღებული მასა წავისვათ სახეზე და ყელზე და გავიჩეროთ 15 წუთი.

მკვებავი ნიღაბი შერეული კანისთვის-გავხეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე, დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი რძე და ამდენივე ხაჭო. 15 წუთის შემდეგ სახე ჩამოვიბანოთ(სასურველია მინერალური წყლით).image

გამწმენდი ლოსიონი შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში. ამისათვის ასევე უნდა გახეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე და დაასხათ არაყი პროპორციით 1:1-ზე. სამი დღე-ღამის განმავლობაში უნდა დადგათ ამგვარად დამზადებული ლოსიონი და შემდეგ მოათავსოთ მაცივარში. გამოყენების წინ უნდა გააზავოთ წყლით 1:1-ზე.

პირის გარშემო არსებული ნაოჭებისთვის-ამისათვის კიტრი უნდა მოვათავსოთ საყინულეში მთელი ღამით, როდესაც გამოიღებთ გაყინულ კიტრს, დადეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამლღვალი კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, დაიდეთ პირის გარშემო არსებულ ნაოჭებზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.

0
1311
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0