x
image
t.x.
როგორ მოვიქცეთ ლამაზი და ნიჭიერი შვილი რომ გვეყოლოს

imageდაოჯახებამდე ყველას ცხოვრება ლამაზ ფერებში გვესახება, თვალი გვრჩება ლამაზ და ჭკვიან ბავშვებზე. თურმე ბავშვი რამდენად ლამაზი და ჭკვიანი დაიბადება ეს ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული. ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს. ყველას უნდა საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან და თუ ზოგიერთ ასტროლოგიურ რჩევებს გავითვალისწინებთ, ამსაც მივაღწევთ. ყველაზე მთავარი კი მთვარის გავლენის ცოდნაა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ღამის მნათობი ძლიერ ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ არსებაზე.

სასურველია ბავშვის ჩასახვისას გავითვალისწინთ ხელსაყრელი დრო. თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ ჩასახვისათვის არ არის ხელსაყრელი მთვარის 30-ე დღე. ასევე არ უნდა დაემთხვეს ახალმთვარეობიდან 3, 5, 9, 13, 15, 17, 18, 23, 29-ე დღეებს, რადგან ამ დღეებში ჩასახული ბავშვები მშობლებიდან და წინაპრებიდან გენეტიკურად მხოლოდ უარყოფით თვისებებს იღებენ. ამიტომ შეეცადეთ ჭკვიანურად დაგეგმოთ მისი დაბადება და ზოდიაქო, თუ ვინ იქნება ის: კურო, თევზი თუ მერწყული.

თუ ბავშვი უკვე დაბადებულია და ვერ აწყობთ ურთიერთობას შვილთან ან ახლობელ ადამიანებთან, გადაიკითხეთ ასტროლოგიური წიგნები და გაარკვიეთ რა ნიშნის ქვეშ არიან ისინი დაბადებულნი, რა ხასიათის ნიშნის მატარებელნი არიან, რომელი სტიქია ბატონობს მათზე. საჭიროა დააკვირდეთ ზოდიაქოს ნიშნის რა დადებითი და რა უარყოფითი თვისებები აქვთ. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, გაცილებით გაგვიადვილდება მათთან საერთო ენის გამონახვა.




0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0