ქალი და მამაკაცი ქალი... 2013, 5 სექტემბერი, 23:18 ![]() ქალი არ არის მარტო ქალი… ის არის ხშირად აზრიც... ბუნების, ცხოვრების ფიქრების, წამების აზრი… ის არის ყოველთვის ყველაფერზე მეტი… ![]() ქალის სიწმინდე და პატიოსნება შეუბღალავია, და თუ შეიბღალა მაშინ ის ყველაზე ბოროტია… ქალი კეთილია, მაგრამ ყოველთვის საეჭვოდ „კეთილი“... ქალი ხანდახან ძლიერია, ხანდახან სუსტი, რაღაცნაირად დამანგერველი ძალის მატარებელი… ქალი ვარდია… ყველაზე ეკლიანი ვარდი… ქალი ხშირად ანგელოზია, კიდევ უფრო ხშირად ეშმაკზე უფრო დიდი ეშმაკი... ![]() ქალი მამაკაცების დამსახურებული პატივია…. ქალური ჭეშმარიტება ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სიმართლეა…. ყველა უდიდესი სიხარულიც ხომ მისგანაა… ისაა შემწირველი და უფრო ხშირად შეწირული... ![]() ქალი ძეწნაა ამაოებაში ჩაღვრილი… ეზოდან ეზოში გადარგული ხეა… ქალი ბოდვაა… ცხოვრების თავდავიწყებული ბოდვაა... ქალი გაშიშვლებული სიმართლეა…. ქალი ტალღაა.. ყველაზე ცისფერი ტალღა... ქალი ძლიერია… მეწყერივით ძლიერი… ნიაღვარივით წამლეკავი და კიდევ უფრო ხშირად წალეკილი…. ქალი ყველაფერია… ის უბრალოდ უბრალოებაა…. ქალი პოტენციური მკვლელია… ყველაზე ჩუმი… ნაზი… ლამაზი.. მკვლელი… ქალი ზმანებაა… მისი ნახევარი კაცის ღამეული სიზმარი… ქალი ამოხვნეშაა.. გაწირულის ლოცვაა და შემლოცველის თვალები… ქალი სიჩუმეში, სიცივეში დაოკებული ვნებაა… ქალი მომლოდინეა.. ქალი თავადაა ლოდინი… ![]() ![]() ქალი დედაა… უსაზღვროდ ძლიერი დედა… ქალი ცოლია… .უსაზღვროდ შეყვარებული საყვარელი… ქალი ლექსია…. მამაკაცების გულიდან ამოხეთქილი ცეცხლია… გახურებული სიტყვების ნაჯახია… ქალი პატივისცემაა… დედაა… ღირსი თაყვანიცენისცემისა… ცოლია… ღირსი განდიდებისა… იგია ყველაზე დიდი მოვალეობა წუთისოფელში…. ცოლია ყველაზე ახლო და ყველაზე ძლიერი მეგობარი… ცოლია ქალი, ქალია დედა… 162 18-ს მოსწონს |
"ქალი მონაა და ქალი ბატონია" - განსაკუთრებით მართალია.
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ!
ქალს შვლის ნუკრივით მოუარეთ
მადლი ხელისგულზე მოუყარეთ,
ქალს,ქალობა დაულოცეთ და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.
თორემ სულ სხვა არის ქალის ძალა
ქალი ათასჭირად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს,ქალი დაგაჩოქებს,
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, გაუფრთხილდით ამ ფათერაკს,
დარდის ნაოჭები გაუქარვეთ,
სული სიყვარულით აუვსეთ და
გული ფიანდაზად გაუშალეთ.