სასარგებლო პროდუქტები იმბირი(ჯინჯერი) და მისი სასარგებლო თვისებები 2013, 5 სექტემბერი, 23:12 იმბირი მიეკუთვნება იმბირისებრთა ჯგუფის მრავალწლიან ბალახოვან მცენარეთა კლასს. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მცენარის ლათინური სახელწოდება «Zingiber» სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც "რქებიანი ფესვი", რაც პრინციპში შეესაბამება მის გარეგნულ შესახედაობას.
იმბირის სამშობლოა სამხრეთ- აღმოსავლეთ აზია და დასავლეთი ინდოეთი.ის კარგად ხარობს ჩინეთის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში, იაპონიაში, არგენტინაში, ვიეტნამში, დასავლეთ აფრიკასა და ბრაზილიაში.
იმბირის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი.ის გამოიყენება კულინარიაში როგორც სანელებელი მცენარე, მაგრამ არანაკლებ ცნობილია მისი სამკურნალო თვისებები.ის ცნობილია როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური საშუალება.იმბირი აგრეთვე შესანიშნავად აძლიერებს იმუნიტეტს და გამოიყენება სიმსუქნის წინააღმდეგ.
ამგვარად, იმბირი არამარტო გემრიელ და პიკანტურ გემო შესძენს თქვენს კერძებს, არამედ დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც! 7420 11-ს მოსწონს
|