x
image
ია გელიტაშვილი
დავალომბარდოთ მენტალიტეტი
საერთოდ თუ იცით რა გინდათ?!ყოველთვის ოპოზოციაში დგომა კარგია, ალბათ საინტერესოცაა, მაგრამ ამისთვის შენთვის სასურველ აზრს არ უნდა გადაუხვიო.

როგორც აქამდე ამტკიცებდით კრიმინალის დონე გაიზარდა ჩვენს განათებულ ქალაქში.როცა ამ ფრაზით უკვე ტვინი წაიღეთ საპატრულო პოლიცია გენდოთ სიტყვაზე და დაიწყო რეიდები.ამოწმებდნენ ყველას და ყველაფერს ეძებდნენ გაზრდილ კრიმინალს სადმე პატარა ლეკვებიც ხომ არ დაყარაო..

მერე რეიდებმა შეგაწუხათ, მერე მეჩეთმა სირიის ბედიც ვერ გადავწყვიტეთ, რამდენი საქმე გვაქვს.რამდენი რამე გვაწუხებს.მთელი მსოფლიოს ბედი ჩვენი გადასაწყვეტია.

ხან რასიზმი შემოგვიტევს, ხან ჰომოფობია მოგვიკაკუნებს კარზე.ჩვენი სტუმართმოყვარე ხალხი კი კარს გაუღებს მას, შემოიპატიღებს და ტაბურეტკაზე ადგილს დაუთმობს.


ჩვენ პრეზიდენტს გარეგნობის მიხედვით ვირჩევთ.მისგან წვერის გაპარსვას მკაცრად ვითხოვთ.სკოლაში 6 კლასელი გოგოები და ბიჭები წვერმოშვებულები დადიან.

როგორი პრეტენზიული ერი ვართ რძლებისაგანაც კი მოვითხოვთ სიყვარულს, ქალიშვილობის მოწმობას და დედის დაძახებას.

ყველაფერი დავალომბარდეთ და მენტალიტეტიც დავალომბარდოთ ცოტა ხანი.imageimage

4
28
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
28
  
2013, 5 სექტემბერი, 19:06
არაა პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მოგეწონათ და მეგობარს მიწოდებთ
2013, 5 სექტემბერი, 16:29
ძალიან მომეწონა თქვენი აზრი მეგობარო ქართულ მენტალიტეთან დაკავშირებით აქ ერთ რამეს დავამატებდი როგორი კარგი ერი ვართ სხვებისთვის და როგორი გამყიდველი ერი ვართ ჩვენი თავისთვის უღრმესი მადლობა სტატიისთვის მეგობარო იმედია არ გეწყინებათ მეგობარს რომ გიწოდებთ:)))
2013, 5 სექტემბერი, 15:30
მადლობაა :*
2013, 5 სექტემბერი, 15:19
ძალიან მომეწონა. მუდმივი ბინადრობის მოწმობაც "მშვენიერია" :))
0 1 4