ვუყვარვარ, თუ მეჩვენება? ამ კითხვას საკუთარ თავს ყველა უსვამს, როდესაც ურთიერთობა ახალი დაწყებულია. განსაკუთრებით კი თუ ისეთი პარტნიორი გყავთ, რომელსაც დილიდან დაღამებამდე „მიყვარხარ“–ს ყვირილი არ შეუძლია. ეს ნორმალურია. ძლიერი სქესის უმეტესობას, გრძნობების დამტკიცება ქმედებით ურჩევიათ. როგორ გავიგო, რომ მას მართლა ვუყვარვარ? მაშ ასე, არსებობს რვა რამ, რასაც შეყვარებული მამაკაცი აუცილებლად გააკეთებს:
1 – მუდამ ერთად – შეყვარებულ მამაკაცს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ საყვარელ ქალთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.
2 – საზოგადოებაში სიყვარულის გამომჟღავნება – ძალიან ბევრი მამაკაცი საზოგადოებაში საკუთარი გრძნობების გამომჟღავნებას ერიდება. არ არის აუცილებელი კოცნების წვიმა დააყაროთ, მაგრამ ხელის ჩაკიდება, ან გადახვევა ნორმალურია. თუ ჯიბეში ხელებჩაწყობილი დადის თქვენს გვერდზე, ეს სიყვარული არ არის.
3 – ვალდებულებები – მამაკაცს თუ უყვარს, ქალს არ დაკარგავს. ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრ დათმობაზე წავა. თუ მამაკაცს გოგონათან სამომავლო გეგმები აქვს, ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას არ მოერიდება.
4 – ზრუნვა – როდესაც მამაკაცს უყვარს, ყველაფერს გააკეთებს რომ მან თავი განსაკუთრებულ ქალად იგრძნოს. შეყვარებულმა მამაკაცმა იცის რა უყვარს და რა უხარია მას!
5 – ახლობლებთან წარდგენა – შეყვარებულებს სურვილი უჩნდებათ საკუთარი ბედნიერება ხვებსაც გაუზიარონ. როგორც წესი, ძლიერი სქესის წარმომადგენელი ოჯახის წევრებს „უბრალო გამვლელს“ არ გააცნობს.
6 – პირველი ადგილი – როდესაც მამაკაცი შეყვარებულია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.
7 – „როგორც მას“ – თუ უყვარხართ, ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც თქვენ გინდათ და გიყვართ. შეიძლება თქვენს გამო იოგას ვარჯიშებზეც კი იაროს.
8 – სამომავლო გეგმები – მამაკაცმა აუცილებლად უნდა გაუსვას ხაზი საერთო მომავალს. თუ საუბრისას ახსენებს ქორწინებას, საერთო შვილებს ან სახლს, შეგიძლიათ თავდაჯერებული იყოთ.