x
ოფიციალურად:ოზილი არსენალში, ბეილი რეალში და კაკა მილანში.
მესუთ image ოზილი გუშინ ლონდონის არსენალში გადაბარგდა, არსენალმა გერმანელ ფლეიმეიკერში 45-50 მილიონი ევრო გადაიხადა.

ეს ტრანსფერი გამოიწვია გარეთ ბეილის მადრიდულ გრანდში გადმოსვლამ, რომელშიც რეალ მადრიდმა ასტრონომიული თანხა გადაიხადა, ჯერ ზუსტად არ დაუზუსტებია რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტს თუ რამდენი მილიონი ევრო გადაიხადეს უელსელ გარემარბში.მესუთ ოზილიც მიხვდა რომ გუნდიდან უნდა წასულიყო, რამეთუ კვირას გამართულ შეხვედრაში ბილბაოს ატლეტიკთან, კარლო ანჩელოტიმ მთელი თამაში სათადარიკო სკამზე გაატარებინა ოზილს და ეხლა ბეილიც დაემატა გუნდს და ალბათ ოზილს აღარც მიეცემოდა თამაშის დიდი დრო და არსენალშიც ამოყო თავი.image


როგორც გუშინ გაირკვა რიკარდო კაკა მილანში გადავიდა და მშობლიურ სანსიროზე განაგრძობს ასპარეზობას, ვერც ბრაზილიელი ვარსკვლავი ხვდებოდა რეალ მადრიდის სასტარტო შემადგენლობაში და მილანმაც ისარგებლა ამით და კაკა შინ წაიყვანა.

გუშინ კაკა აეროპორტში კრისტიანო რონალდომ გააცილა.


ეს სამივე ტრანსფერი რეალ მადრიდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.რაც შეეხება რეალის სხვა ფეხბურთელებს:კოენტრაოც დარჩა რეალში და ხედირაც, მათზე ბევრს წერდნენ რეალიდან შესაძლო წასვლაზე.აქვე გეტყვით რომ რეალ მადრიდში ახლა 8 ნომრიანი და 10 ნომრიანი მაისურები ვაკანტურია.ალბათ ამ ნომრებს მოდრიჩი და ისკო გაინაწილებენ.image



3
30
2-ს მოსწონს
ავტორი:მაზია
მაზია
30
  
2013, 3 სექტემბერი, 17:14
ოზილი :(((ეხლა არსენალის გულშემტკივრობა მომიწევს რეალის პარალელურად :))
2013, 3 სექტემბერი, 13:31
აბა ოზილის გაშვება შეიძლებოდაააა. გაეშვა დი მარია
2013, 3 სექტემბერი, 12:55
იგუაინი ძლივს გადავიტანე და ეხლა კიდე იო :(:(:( რას მიკეთებს ეს პერესი,ჩემი გულის გახეთქვა უნდა მგონი:( რა დაუფასებლობაა რა არიიიი
0 1 3