x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
უცნაურები
ამ სტატიაში გადავწყვიტე ჩვენი ქვეყნის და მათი მცხოვრებლების უცნაურობაზე ვისაუბრო მკითხველო...
საიდან დავიწყო არ ვიცი იმდენი უცნაური რამ ხდება ჩვენ ქვეყანაში. მოდი სპორტის თემატიკით მივყვეთ.
უცნაურობა არ არის ფეხბურთის თამაში არ იცოდე და ევრიპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ოცნებობდე? დავუშვათ ვუმასპინძლეთ (რაც უფრო რეალურია, ვიდრე ფეხბურთის თამაშის სწავლა) უცნაური არ იქნება ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებში საქართველოს დროშის ხილვა?? ბევრი იფიქრებს მაგაში უცნაური რა არისო?! აბა სხვა რა შეიძლება დაარქვა, როდესაც ევროპაში გამობრძნედილი და დახელოვნებული(როგორც მე მთვარეზე) ფეხბურთელები მეთევზეების, კალატოზების და ბალახის მკრეჭავების გუნდებს ვერ უგებენ და ევროპის ჩემპიონატზე (მეტი არ იქნა ჩემი მტერი) ითამაშებენ და დავუმტკიცებთ ევროპას რომ საქართველოში ბალახის გაკრეჭა ისწავლეს..
სპორტი იქით იყოს და ლიტერატურას შეხედეთ. რა უნდა დაერქვას ფაქტს, რომ ილიას ქვეყანაში "ქურდების მოტრფიალის"(გაიხსენეთ ცნობილი ფრაზა ქუთაისში) წიგნებს პრემიებით ავსებენ?! უცნაურია აბა რა არის.
ახლა შეხედეთ რა ხდება პოლიტიკაში. კაცი 9 წელია პრეზიდენტია 6 თვე დარჩა მანდატის ამოწურვამდე და მოდიხარ და ეუბნები უნდა ჩამოგაგდო, გაგანადგურო ყველაფერი წაგართვა და თან დაგიჭირო.... ვის უბედავ?? კაცი პრეზიდენტია პრეზიდენტი ასეა თუ ისეა პრეზიდენტია და ჯერ იმის ხელშია ძალაუფლება და შენ კიდევ აქედან ემაიმუნები ჯერ იმას არ აქვს ძალაუფლება? ბოლო ბოლო პრეზიდენტია... (კადაფს ლიბიაში თანამდებობა არ ქონდა).
ახლა მოდით მეორე მხრიდან შევხედოთ.. შოთა იყო სომეხი და ახლადგაპოლიტიკოსებული არ არის ქართველი?? ესეც ხომ უცნაურია.....
არჩევნები ახლოვდება და კარუსელები ბავშვებით ივსება ზაფხული მოდის...


დღეს ამ პატარა უცნაურ და უაზრო ნაწერს დავჯერდები და მომავალი კვირიდან ყოველ ორშაბათს წინა კვირის უცნაურობები განვიხილოთ მკითხველო...

P.S. ისე თქვენც რა უცნაურები ხართ რა გაკითხებთ ეხლა ამას....


1
79
2-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა1991
ლუკა1991
79
  
2012, 23 მარტი, 14:01
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/423-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-2/167/

მეორე ნაწილი
0 1 1