შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილი კვლავ ფორმაშია 2013, 2 სექტემბერი, 16:27 ნინი ბადურაშვილის ქორწინებამ თავის დროზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოპულარულმა მომღერალმა არჩევანი ირაკლი კუტალაძეზე გააკეთა. პირველი, ვინც ამ ქორწინების დასასრულზე ალაპარაკდა, ირაკლი აღმოჩნდა. 19 ივლისს კი ნინი ბადურაშვილი დედა გახდა, მას პატარა ელენიკო შეეძინა. სახელი თავისი მეგობრის პატივსაცემად დაარქვა. რამოდენიმე დღის წინ ელენიკო ქეთა თოფურიამ და ქრისტინე იმედაძემ მონათლეს. დღეს დღეობით ნინი კვლავ ფორმაში ჩადგა და თავს თავის პატარასთან ერთად მშვენივრად გრძნობს. 254 5-ს მოსწონს
|