სხვა "სინოპტიკოსი თხუნელა". 2013, 31 აგვისტო, 14:46 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურმე ამერიკაში ყოველწლიურად 2 თებერვალს "თხუნელების დღეს" დიდი ცერემონიალებით ზეიმობენ და გამონაკლისს არცერთ წელს არ უშვებენ. ამ დღეს კი ახალ გაღვიძებულ თხუნელას აკვირდებიან. უკვე რამდენიმე წელია ცნობილი თხუნელა, სახელად ფილი, პენსილვანიის შტატის ქალაქ პანსკუტონში ცხოვრობს. ყოველი წლის 2 თებერვალს კი ის სოროდან ამოჰყავთ იმის გასარკვევად, მალე მოვა თუ არა გაზაფხული. თუ თხუნელა საკუთარ ჩრდილს დაინახავს, ამერიკელები თბილ ამინდებს თვენახევარში უნდა ელოდონ, ხოლო თუ მოღრუბლული ამინდი იქნება და თხუნელას ჩრდილი არ გამოჩნდება, მაშინ გაზაფხული უფრო მალე დადგება. "თხუნელას დღის" აღნიშვნის ტრადიცია ქალაქ პანსკუტონში 1887 წლიდან დაიწყეს. წყაროებისა და გადმოცემების თანახმად ცნობილია, რომ ეს ტრადიცია ამერიკაში გერმანელმა ემიგრანტებმა დაამკვიდრეს. 58 14-ს მოსწონს
|