შოუბიზნესი ჰოლივუდის მკვლელი მსახიობები (7 ფოტო) 2013, 31 აგვისტო, 23:12 მსახიობების უმრავლესობა ადამიანებს კლავენ მხოლოდ ფილმებში. მაგრამ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არიან ნამდვილი მკვლელები, რომელთა სინდისზე უდანაშაულო ადამიანების სისხლია. ზოგი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ზოგი ნამდვილი მანიაკია რომელსაც შეუძლია თვალის დაუხამხამებლად ნებისმიერს გამოჭრას ყელი.
სკაილარ დელეონი "რეინჯერების" სერიალის მსახიობ სკაილარ დელეონს 2009 წელს სიკვდილით დასჯა ორმაგი მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მან ცოლ-ქმარი საკუთარ იახტაზე მოკლა. ვითომდა დელეონი დაინტერესებული იყო იახტის ყიდვით. მეთიუ ბროდერიკი 1987 წელს ირლანდიაში დასვენების დროს, მსახიობ ჯენიფერ გრეისთან ერთად მეთიუ ბროდერიკი მოხვდა ავტოკატასტროფაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა დედა და შვილი რომლებიც იმყოფებოდნენ სხვა მანქანაში. მეთიუმ კი ფეხი მოიტეხა. მსახიობი გაამართლეს, მაგრამ სულიერი ტრამვა მას დარჩა მთელი ცხოვრება. ფეი დეუიტტი 1965 წელს მსახიობ ფეი დეუიტტს წაუყენეს ბრალდება საკუთარი მეუღლის დრამატურგ რეი ალენის მკვლელობისათვის. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქალმა წერილების გასახსნელი დანით ყელი გამოჭრა მის მეუღლეს. ჩარლზ დატონი 70-იან წლებში მსახიობი ორჯერ მოხვდა ციხეში: პირველად კაცი შემოაკვდა ქუჩაში ჩხუბის დროს, მეორედ იარაღის უკანონო შენახვისათვის. რებეკა გეიჰარტი 2001 წელს მსახიობმა რებეკა გეიჰარტმა 9 წლის ბავშვს ხორხე კრუზას დაეტაკა მანქანით, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში. რებეკას მიუსაჯეს 3 წელი გამოსაცდელი ვადით, ჯარიმა 2800 დოლარი და 750 საათი გამოსასწორებელი სამუშაო. რობერტ ბლეიკი 2002 წელს მსახიობი რობერტ ბლეიკი გაასამართლეს მეორე ცოლის მკვლელობისათვის, 2005 წელს კი მას მოუხსნეს ბრალდება. ძნელი სათქმელია მკვლელი არის თუ არა ეს ადამიანი. ლეინ გარისონი 26 წლის ასაკში მსახიობი რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ავტოავარიაში მოყვა საკუთარი მიკროავტობუსით, რომლის შედეგად გარდაიცვალა მისი მგზავრი 17 წლის გოგონა. გარისონმა 40 თვე გაატარა ციხეში, 377 5-ს მოსწონს
|