x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ჯანმრთელობის ელექსირი".
image


ჩინელებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში არის მხოლოდ ხუთი რამ, რომელთა

გარეშე ერთ დღესაც არ შეიძლება ცხოვრება. ესენია: ბრინჯი, წყალი, ცეცხლი, მწვანე ჩაი და "სოიოს სოუსი".ამ უკანასკნელს აღმოსავლური სამზარეულოს მეფედაც მოიხსენიებენ. ჩინელები ამბობენ, ეს მხოლოდ სოუსი არ არისო. თუ მხოლოდ კერძში ჩაუმატებთ და ყოველდღიურად მცირე რაოდენობით მიიღებთ, დიდხანს იცოცხლებთ და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ. სოიოს სოუსის შემადგენლობაში არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც 10-ჯერ უფრო ძლიერია და ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე წითელი ღვინო. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთი და იაპონია მსოფლიოში ლიდერობენ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობით.


ორი ათასი წელზე მეტი ხნის წინ, აღმოსავლეთ ჩინეთის მაღალმთიან რეგიონში, პატარა ბუდისტური მონასტერი იდგა. იქაურ ბერებს აკრძალული ჰქონდათ ცხოველური პროდუქტების მიღება. ერთხელ ადგილობრივმა მზარეულმა ბერებს ბრინჯი უგემრიელეს და უცხოურ სოუსთან ერთად მიუტანა, რამაც ბერები დააეჭვა, ასეთი გემრიელი კვერცხის და ხორცის გარეშე როგორ არისო და სთხოვეს მზარეულს ეს სოუსი მათ თვალწინ მოემზადებინა... მალე სოუსის რეცეპტი მთელს ჩინეთში გახდა პოპულარული და იაპონიაშიც შეაღწია. ერთი ბოთლი სოიოს სოუსი ყველას ოჯახში უნდა იყოს- ამბობენ ჩინეთისა და იაპონიის მკვიდრნი.



მაშასადამე, მიირთვით სოიოს სოუსი, როგორც "ჯანმრთელობის ელექსირი" და იცხოვრეთ ხანგრძლივად.

2
800
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
800
  
2013, 30 აგვისტო, 13:36
მეც მასე ვარ, თუმცა სოიოს კოტლეტები უგემრიელესია, კვების რაციონში მართლაც რომ მეფეა მარხვის დროს და თუ ასეთი სასარგებლო იყო, არ ვიცოდი. :)
2013, 30 აგვისტო, 13:17
არადა დიდად არ მომწონს ეს სოიოს სოუსი, ნუ გემოს ვგულისხმობ :)
0 1 2