x
image
თამარი555
ინტერნეტის ეპოქის პატარა პრინცი
დიდი ბრიტანეთი–ზეიმობს. პრინც უილიამსს და მის მეუღლეს ქეით მიდლტონს 22ივნისს შეეძინათ პირველი შვილი. მან მიიღო ტიტული კემბრიჯის პრინცის და სახელი ჯორჯ ალექსანდრე ლუი. მის საპატივცემულოდ ტრაფალგარის მოედანზე შადრევნები ლურჯ ფერად შეღებეს. გაისმა ორი არტილერიული ზალპი და ინგლისელებისათვის პრინცის დაბადება საერთო სახალხო ზეიმად იქცა.


image


ამ ხნის მანძილზე სამეფო ოჯახის წევრებისა და ქეით მიდლტონის ფოტოები არ ჩამოდიოდა მსხვილი მსოფლიო ტაბლოების გარეკანიდან. იქმნებოდა ტელეშოუები, მოდაში შემოვიდა წარმოდგენები სადაც ფეხმძიმე ქეითის როლს მოწვეული მსახიობები ასრულებდნენ. საჩუქრები მიიღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ფინეთის მთავრობიდან სადაც საბავშვო ყუთში ბავშვის ტანსაცმელი და ყველა საჭირო ნივთები ეწყო. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ეს საჩუქარი “ძალიან თავაზიან ჟესტად" მიიჩნიეს.


როგორ ხდებოდა ადრე



ადრე როდესაც დედოფალს ბავშვი გაუჩნდებოდა. ის თითქმის არ ხედავდა მას. მაშინვე ძიძას აძლევდნენ. ჩვილის აღზრდაზე კი სასახლის ქალბატონები ზრუნავდნენ, რომლებსაც ფიცი ჰქონდათ დადებული სამეფო “გვირგვინის" წინაშე. ეს ტრადიცია საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა.


image


პრინესა დიანამ (პრინც ჩარლზის პირველი მეუღლე) უგულებელყო სამეფო ტრადიციები და თავისი ორივე შვილი უილიამი და ჰარი ლონდონის კლინიკაში დაიბადნენ. თუმცა საკმაოდ პრესტიჟულში. პრინცესა დიანაც არისტოკრატული ოჯახიდან იყო.


სამაგიეროდ ქეით მიდლტონის წარმომავლობა ძალიან უბრალოა, იგი აბსოლიტურად უცნობი ოჯახიდან არის (მისი ბებია მეშახტე იყო, ხოლო დედ-მამა ერთად სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდნენ).

დრო ამდენად შეიცვალა? ქეიტი თვითონ ზრდის პატარა პრინცს და თვითონვე გამოკვებავს მას ძიძის გარეშე. პირველ თვეს ტახტის მემკვიდრე მშობლების სახლში გაატარებს და არა სასახლეში. ახალგაზრდა პრინცმა უილიამმა ორკვირიანი შვებულება აიღო რომ დაეხმაროს მეუღლეს ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში. მოკლედ ისე როგორც უბრალო ხალხშია ეს მიღებული.


imageimage


2
38
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
38
  
2013, 30 აგვისტო, 10:28
გმადლობთ
2013, 30 აგვისტო, 10:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2