შოუბიზნესი ია ფარულავა "რუსთავი 2"-ს სახე ხდება 2013, 28 აგვისტო, 11:49 ია ფარულავა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სახე ხდება. ამის შესახებ მსახიობმა განცხადება "პირველ რადიოს" საშუალებით გაავრცელა. ია ამჟამად "პირველ რადიოში" მუშაობს, გადაცემა მიყავს სახელწოდებით "ია ფარულავას რადიოშოუ". მისივე გაცხადებით მან დაასრულა მოლაპარაკებები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის გენერალურ დირექტორთან. გარდა ამისა, ია ფარულავა პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება. 63 3-ს მოსწონს
|