თავის მოვლა 6 პროდუქტი, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება 2013, 30 აგვისტო, 10:59 დაბერების პროცესი გარდაუვალია და რაც არ უნდა ვეცადოთ, თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საშუალებით სიბერის მოახლოება ცოტათი მაინც შეიძლება გადავდოთ და მისი ნიშნებიც შევასუსტოთ. ქვემოთ მოვიყვანთ 6 პროდუქტს, რომელთა წყალობით შესაძლებელია მუდამ ფორმაში იყოთ, თავს გრძნობდეთ და გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
1. იოგურტი. იოგურტი შეიცავს ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, გვიცავს ნაწლავური ინფექციებისგან. იოგურტში არის დიდი რაოდენობით კალციუმი, რაც ამაგრებს ძვლებს და თავიდან გვაცილებს მათ დაავადებებს, რომლებიც ხშირად თავს იჩენს ასაკთან ერთად. 2. თევზი. ბევრ ხანშიშესულ ადამიანს აწუხებს გულის დაავადებები. მაგრამ თუ თქვენს რაციონში ადრევე ჩართავთ თევზს, ხშირ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ ასეთ პრობლემას. თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ასუფთავებს არტერიებს ქოლესტერინისგან, რის შედეგადაც ნარჩუნდება გულის ნორმალური რიტმი და მუშაობა. 3. თხილი. თხილი ამცირებს გულისა და სიმსივნით დაავადების საფრთხეს. ამასთან, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ანტიოქსიდანტები. 4. შოკოლადი. შოკოლადი ხასიათდება ფლავანოლის შემცველობით, რაც უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, გვეხმარება დავძლიოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, თრომბი, ინსულტი, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. 5. ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი შეიცავს პოლიფენოლებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვეხმარება ასაკობრივი დაავადებების თავიდან აცილებაში. ამასთან, თხილის მსგავსად ისიც ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს საფრთხეს. 6. წითელი ღვინო. წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერება რესვერატროლს, რომელიც ანელებს ორგანიზმში უჯრედების დაბერების პროცესს. ამგვარად, დღეში 50 მლ. წითელი ღვინის მიღებით თქვენ ბუნებრივად იხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. ამავე დოზით ალკოჰოლის მიღება გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, დიაბეტისა და სკლეროზისგან. მაგრამ, გახსოვდეთ, სწორი კვების გარდა, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სულით ახალგაზრდა დარჩეთ. ნუ იწუწუნებთ, იფიქრეთ კარგზე, ხშირად გაიცინეთ და სიბერე ვერ დაგამარცხებთ. 284 5-ს მოსწონს
|