x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ყველაზე მდიდარი ადმიანები მსოფლიოში
image
მსოფლიოს ერთერთმა რეიტინგულმა ჟურნალმა “Forbes''-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანთა სია 2011 წლის მონაცემებით, სადაც უპირობო ლიდერი მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმია.

ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მილიარდერთა სიაში გამოჩნდა სოციალური ქსელის Facebook-ის შვიდი თანამშრომელი.

ამ შემთხვევაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სიაში არის სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკემბერგი, რომელიც სიის 52 პოზიციაზეა თავისი 13, 5 მილიარდი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცუკემბერგის ქონება შეადგენდა 4 მილიარდს, 2011 წელს კი მისი ქონება 238 %-ით გაიზარდა-ეს უკვე უდიდესი გარღვევა მსოფლიოში მილიარდერთა შორის.


დასტინ მოზკოვიჩი, რომელიც “მეწილეა'' სოციალური ქსელის და რომლის ქონებაც 2, 7 მილიარდს შეადგენს, რეიტინგში მხოლოდ 420 ადგილს იკავებს.

უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოსში არის მექსიკელი კარლოს სლიმი, რომლის ქონება შეადგენს 74 მილიარდ დოლარს, მან შეძლო და მოახერხა მისი ქონება გასულ წელთან შედარებით 20, 5 მილიარდი დოლარით გაეზარდა.

მეორე პოზიციაზეა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებეკუ ბილ გეითსი, რომელის შემოსავალი 56 მილიარდი დოლარია, ხოლო აქედან 30 მილიარდი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.

ათი ყველაზე მდიდარი ადმიანთა სია ასე გამოიყურება:


1.კარლოს სლიმი (მექსიკა)-74 მილიარდი დოლარი


2.ბილ გეთსი (აშშ)-56 მილიარდი დოლარი


3.უორენ ბაფეტი (აშშ)-50 მილიარდი დოლარი


4.ბერნარდ არნო (საფრანგეთი) - 41 მილიარდი დოლარი


5.ლარი ელისონი (აშშ)-39, 5 მილიარდი დოლარი


6.ლაკშიმ მიტალი (ინდოეთი)-31, 1 მილიარდი დოლარი


7.ამანსიო ორტერა (ესპანეთი)- 31 მილიარდი დოლარი

8.ეიკ ბატისტი(ბრაზილია)-30 მილიარდი დოლარი


9.მუკეშ ამბანი(ინდოეთი)-27 მილიარდი დოლარი

10.კრისტი უოლტონი(აშშ)-26, 5 მილიარდი დოლარი.



0
90
5-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0