პოლიტიკა მსოფლიო ომის ზღვარზე 2013, 26 აგვისტო, 20:30 სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო შეძრა.ასადმა მის მოწინააღმდეგებს, რომელიც სირიაში რამოდიმე მილიონ ადამიანს აჭარბებს ქიმიური იარაღი გამოიყენა მათ წინააღმდეგ, რასაც 200 1300 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა(ჯერ კიდევ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ არის დადგენილი). ამ ფაქტმა დიდად აღაშფოთა მსოფლიო, რომლის წამყვანმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა საომარი მოქმედებები დაეწყოთ სირიის დიქტატორის ასადის წინააღმდეგ. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერუნმა 40 წუთიან ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათი შეხვედრის ძირითადი თემა სირიის სამოქალაქო ომი და სარაკეტო შეტევა სირიის სამთავრობო ძალებზე, რომლებმაც ბარბაროსულად გამოიყენეს ქიმიურუი იარაღი.48 საათის განმავლობაში სრულად იქნა შეთანხმებული სამხედრო ოპერაციები ალ ასადის წინაღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლისა და ბრიტანეთის მთავრობის წევრებისგან არ ვრცელდება ინფორმაცია თუ როდის არის მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმა სირიაში, მაგრამ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში... ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალები ემზადებიან რეგიონში ოპერაციის დასაწყებად, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით თავდასხმა იქნება მოულოდნელი და ზუსტი, რომელიც განხორციელდება ათი დღის განმავლობაში. ოფიციალური ორგანოების სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტს, რომელთა განცხადებით ისინი არ დაუშვებენ 21 საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყების ფაქტს, რომელთა მიმართ არა ფულადი სანქციები უნდა გატარდეს, არამედ სრულად უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე .... 52 4-ს მოსწონს
|