კინო მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ერთმანეთს დაშორდნენ 2013, 26 აგვისტო, 18:27 ჰოლივუდის ცნობილი წყვილი მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ერთმანეთს დაცილდნენ. ამის შესახებ Corriere della Sera აქვეყნებს. მსახიობების ოფიციალური წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მათ ურთიერთობაში განხეთქილების შესახებ. კერძოდ რა არის მიზეზი მათი დაშორების ჯერჯერობით არ კონკრეტდება. მსახიობებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ამის შესახებ. ასევე არ არის ცნობილი გააკეთეს თუ არა განცხადება გაშორების თაობაზე ოფიციალურად. თუ ემზადებიან ჯერ ამისათვის. ბელუჩი ამ მომენტისათვის სერბიაში იმყოფება ემირა კუსტურიცას ფილმის გადაღებებზე. მონიკა ბელუჩიმ და ვენსან კასელმა ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს და 1999 წელს დაქორწინდნენ. იტალიელი მსახიობ ქალს და ფრანგ მსახიობს კასელს ორი გოგო ყავთ ქორწინებიდან: დევა და ლეონი. 274 4-ს მოსწონს
|