x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უცნაური შემთხვევა-,,შავი ანგელოზი"

image


მთელ აშშ-ში და მისურის შტატში ეძებდნენ გამოუცნობ სასულიერო პირს, რომელიც მოულოდნელად მივიდა ავარიის ადგილას სადაც მანქანაში 19 წლის გოგონა იმყოფებოდა. იგი ლოცულობდა მისი გადარჩენისათვის და მაშველებს დაპირდა რომ ის გადარჩებოდა. ამის შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. შეჯახება სადაც მოხდა იქ გზა გადაკეტილი იყო მოძრაობისათვის. თვითმხილველები კი ამტკიცებდნენ რომ “შავი ანგელოზი" 13 წლის გარდაცვლილ ჰოლივუდის ერთ-ერთ მსახიობს ჰგავდა. გოგონა კი რომელიც დამტვრეული ავტომობილიდან ერთი საათის განმავლობაში ვერ გამოიყვანეს, ცოცხალი გადარჩა. იგი მთელი ამ ხნის მანძილზე ყველაფერს აცნობიერებდა და რაღაც მომენტში ყველას სთხოვა რომ ელოცათ მისთვის. ამ დროს გამოჩნდა მღვდელიც. მთელი გზის მონაკვეთი ყველა მხრიდან გადაკეტილი იყო 4 მილის მანძილზე. “ მოგვიახლოვდა კათოლიკე მღვდელი და ლოცვა დაიწყო... ზუსტად სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ მე და ჩემმი ამხანაგები მივხვდით რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა, ჩვენი ინსტრუმენტები იმუშავებდნენ და გამოვიყვანდით გოგონას მანქანიდან."-ამბობენ მაშველები. ამ დროს მოვიდა დამხმარე ძალა უფრო ძლიერი არჭურვილობით და მათ შეძლეს მისი გამოყვანა მანქანიდან.

ამის შემდეგ სასულიერო პირი არავის უნახავს. ის გაქრა ისე როგორც გამოჩნდა. “ჩვენ გვინდოდა რომ მადლობა გადაგვეხადა მისთვის-ამბობს მეხანძრე რიდი. ვეძებთ მას იმის შემდეგ და არავის უნახავს."

ადგილობრივებმა მოიძიეს ახლო მდებარე ეკლესიაც რომ მიეკვლიათ მისთვის. შეადგინეს ფოტო-რობოტიც. ადგილობრივები ამბობენ რომ იგი ჰოლივუდის მსახიობს უოლტერა მალტაუს გავდა, რომელიც 2000 წელს დაიღუპა. ვიდეოზე ჩანს რომ იმ ადგილას გარშემო მინდორია და იგი წასვლას შეუმჩნევლად ვერ შეძლებდა. 19 წლის გოგონა-ლენცი ცოცხალი გადარჩა. ხოლო მძღოლი რომელიც საჭესთან ნასვამი იჯდა გარდაიცვალა.



0
265
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0