x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ჯგუფური გასაუბრება - რა უნდა ვიცოდეთ ''ახალ ხილზე''
დღევანდელ საქართველოში ახალი ''მოდა'' დამკვიდრდა. ეს არის ჯგუფური გასაუბრება. არ ვიცი რამდენს გქონიათ ამგვარ გასაუბრებასთან შეხება, თუმცა ცნობილი ასე ვთქვათ სახე არ არის/

ჯგუფური გასაუბრების დროს, სიტყვიდან გამომდინარც მიხვდებოდით რომ ხდება გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც ჯგუფბეად არიან დაყოფილნი.

მაგალითად კონკრეტულ ვაკანსიაზე ან პროექტში მონაწილეობაზე 100 კაცი გადავიდა გასაუბრების ტურში. დაიყოფით ათ ჯგუფად და ჩაგიტარდებათ გასაუბრება.

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს :


1) რა თქმა უნდა აქაც მოქმედებს ზოგადი წესი- ჩაიცვით შესაბამისად, და რაც მთავარია ღიმილი სახეზე. რომ შეხვალთ გასაუბრების ოთახში მიესალმეთ ყველას, და დაჯექით სკამზე ''გრაციოზულად''

2) როდესაც დაისმევა პირველი კითხვა ( ძირითადად მოტივაციის შესახებ ) აუცილებლად ეცადეთ უპასუხოთ პირველმა. ხშირად იბნევიან ხოლმე და არ უნდათ პირველები იყონ, ჯერ სხვებს აცდიან რომ ასე ვთქვათ გამოცდილება მიიღონ თუმცა ამას უარყოფითი შედეგები აქვს. როცა შენ ხარ პირველი, შენ შეგიძლია თქვა შენი აზრი, რაც შეიძლება სხვისას ემთხვეოდეს მაგრამ როგორც პირველად მთქმელს უპირატესობა შენ მოგენიჭება. დღეს მქონდა ზუსტად ჯგუფური გასაუბრება და როცა პირველ კითხვაზე ყველა დადუმდა, მე ავიწიე ხელი და ვუპასუხე. ჩემს შემდეგ 2-3 კაცმა გაიმეორე ჩემი ნათქვამი -- ''ვეთანხმები...'' და რეაქცია იყო სრულიად მოსალოდნელი, - თქვენ ის თქვით რასაც არ ეთანხმებითო.

ამასთან ერთად პირველი ''გარისკვა'' დიდი პლიუსია, თქვენ იჩენთ გარკვეულ ინიციატიავას და საკუთარ თავზე იღებთ პირველოდების პასუხიმგებლობას. დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში სითამამის დაძლევა ჯობს. ვინც არ უნდა თქვას, და რაც არ უნდა თქვას თქვენს შემდეგ, თქვენ ყოველთვის გაგიხსენებ იმ ადამიანად, ვინც ხელი პირველი ასწია.

3) შემოიფარგლეთ მოკლე და კონკრეტული პასუხებით, ჯგუფური გასაურების პირველი დანიშნულება დროის დაზოგვაა. ასე რომ თუკი თქვენ რაგაც ისტორიების მოყოლას და ჩართვას დაიწყებთ ნამდვილად არ აგიყვანენ. აუცილებელია ზუსტად დაანახოთ დამსაქმებელს თქვენი მოტივაცია.

4) არ ''ჩაეჩაროთ'' სხვას საუბარში. შეგიძლიათ ასწიოთ ხელი როცა თქვენი კონკურენტი ლაპარაკს მორჩება და აღნიშნოთ რომ არ ეთანხმებით და მოიყვანოთ არგუმენტები. ''არაჩესნ თამაშზე'' დამსაქმებელბსაც არ აქვთ დადებითი რეაქცია. არ მიიღოთ შენიშვნა იმაზე რომ სხვებს უნდა აცალოთ საუბარი. ეს უბრალოდ უზრდელობათ ჩაგეთვლებათ

5) ჯგუფური გასაუბრების დროსმხოლოდ ერთი კითხვა არ ისმევა. ძირითადად 3-4 კითხვა, თუმცა შეიძლება ზოგი კითხვა აპლიკანტის ნათქვამსაც მოჰყვეს, თუმცა ჯამში 15-20 წუთის ფარგლებში გრძელდება. გააცნია ჯგუფის წევრთა რაოდენობას. თითო სიტყვის თქმას ყველა მოასწრებთ, მაგრამ ეცადეთ რაც შეიძლება მეტად ჩაერთოდ. აიწიეთ ხელი და თქვით რომ უბრალოდ რაგაცის დამატება გინდათ, ან მიაწოდეთ ''სხვათაშორის'' ამაზე რაიმე ინფორმაცია, თუნდაც თქვენი გამოცდილებიდან. იაქტიურეთ მაქსიმალურად. ეს არ ნიშნავს რომ სხვას საშუელაბა არ მისცეთ ლაპარაკის, არც იმას ნიშნავს რომ 4-5 წუთიანი მონოლოგით გამოხვიდეთ. იყავით აქტიურები მაქსიმალურად, რათა დამსაქმებლებს თავი დაამახსოვროთ

6) იპოვეთ ოქროს შუალედი ქუჩის სიტყვებით ლაპარაკსა და ზედმეტად მაღალაფრდოვან სიტყვებს შორის. დღევანდელ გასაუბრებაზე, რომელზედაც მე ვიყავი და შემდეგ, გამოსვლისას წარმოვიდგინე ჩემი და ვკითხე, ვის ავირჩევდი მე? იყო ერთი გოგონა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ მაღალფადოვანი სიტყვები გაზეპირებული ქონდა რამაც მე პირადად გამაღიზიანა, თუმცა არც ისე მომეწონა როგორი გულაჩვილებით ლაპარკობდა ზოგიერთი.

7) იყავით ობიექტურები თქვენს თავთან. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ დამსაქმებელი და გყავთ რამოდენიმე ჯგუფი, თითო მინიმუმ ათ კაციანი შემადგენლობით. არჩევანი დიდია, ადგილები ცოტა. და თქვენ ვის მიანიჭებდით უპირატესობას?


გისურვებთ წარმატეებს <3


image

0
1158
2-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
1158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0