x
"უცნაური ფაქტი ლეჩხუმში"
imageუცხოპლანეტელების არსებობა არ არსებობის საკითხი საუკუნეებია განიხილება და საზოგადოების აზრი ორად იყოფა, თუმცა ფაქტია და ბევრჯერ დადასტურდა კიდეც, რომ მატი არსებობა არაა გამორიცხული და სრულიად შესაძლებელია.

არვიცი უცხოპლანეტელებთან რამდენად კავშირშია, თუმცა ახლა ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც 2-3 წლის წინ მოხდა ცაგერში, კონკრეტულად ჩემს სოფელში(ჭალისთავი)

დილით ეზოში ვიჯექი, როცა გარედან ხმაური და ხმამაღალი საუბრის ხმა შემომესმა.დავინტერესდი და იმ ადგილას მივედი, სადაც მეზობლები შეკრებილიყვნენ და ისეთ რამეზე საუბრობდნენ, რამაც გაოცებული დამტოვა:

თურმე ერთმა მეზობელმა, როცა საქონელი მდელოზე გარეკა გორიდან რაღაც კაშკაშა დაინახა, ცეცხლი ეგონა და იმ ადგილას წავიდა, ადგილზე მისული კი უცნაურ ფაქტს შეესწრო.როგორც თვითონ ყვებოდა, სწორ მინდორზე ძარლის ზომის რკინის კონსტრუქცია დაინახა, რკინის ფეხებით, რომელიც საქონლის მიახლოვებაზე გვერდზე გადახტა და აინთო.შემდეგ თავზე ფერადი შუქები ააციმციმა, აფრინდა და აფრენისას ხის ტოტს დაეჯახა(რისი კვალიც ხეს ეტყობა) და სოფლისკენ გამოფრინდა.


შეშინებული კაცი ყვირილით გამოიქცა და ამ ხმაურზე შეკრებილმა ათამდე მეზობელმა გარკვევით დაინახა მათ თავზე რაღაც უცხოპლანეტელთა თეფსის მსგავსი, რომელიც ტრიალებდა და ფართოვდებოდა.ბოლოს კი უცნაურ კვამლში დაიფარა და პირდაპირ ზევით აფრინდა და არა ჰორიზონტალურად.

ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ამ ფაქტის ამსახველი არანაირი ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიპოვება, ამიტომ ყველამ ამ ამბის გახმაურებისგან თავი შეიკავა და ეს ამბავი სახუმარო თემადაც იქცა.

ცოტა ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ წინა ღამეს პოლიციელებმა ცენტრალური გზიდან შენიშნეს, რომ იმ ადგილიდან მთელი ღამე მოდიოდა ფერადი ნათება, 2 დღის შემდეგ კი მიმდებარე სოფლებშიც შენიშნეს ცაში მსგავსი რამ(ამჯერად უკვე ღამით).

0
399
1-ს მოსწონს
ავტორი:შოთიკო1328
შოთიკო1328
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0