არავინ არ არის უკვდავი, მაგრამ როდესაც შევიტყობთ ცნობილი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს პირველი ჩვენი რეაქცია არის შოკი, რომელსაც არ გვჯერა თუ როგორ შეიძლება გარდაცვლილიყო ის...
როგორც ვხვდებით ცნობილი ადამიანი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი არის მოკვდავი, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ისინი მარადიულად რჩებიან ადამიანის გონებაში...
სტატიაში წარმოდგენილია იმ მცირე ცნობილი გარდაცვლილ ადამიანთა სია, რომლებიც 2012 წელს ბუნების კანონების თანახმად შეწყვიტეს მათი პროფესიული საქმიანობა:2012 წლის 11 თებერვალს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი 411 სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი უიტნი ჰიუსტონი, რომლის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული რაოდენობა გახლდა...2012 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა 55 წლის ამერიკელი მსახიობი მაიკლ კლარკ დუნკანი, რომელსაც მრავალ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია: "მწვანე მილი" და "ტურნირი".სიკვდილის მიზეზი იყო გულის შეტევა.
2012 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა რუსეთის სახალხო არტისტი ოლეინიკოვ ილია ლვოვიჩი, რომელიც გარდაიცვალა გულის უკმარისობის გამო ხანგრძლივი ავადმყოფობით..
2012 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა 36 წლის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და კომპოზიტორი, სილვესტერ სტალონეს ვაჟი სეიჟ სტალონე, რომლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახლდათ...
2012 წლის 5 ივნისს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 91 წლის ასაკში ამერიკელი მწერალი, ავტორი ცნობილი ანტიუტოპიური ნაწარმოებისა “ 451 გრადუსი ფარენგეიტით'' რეი ბრედბერი...