x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
რა არის მარიხუანა და აყენებს თუ არა ის ზიანს მომხმარებელს?!
image ეს პრობლემა ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში და ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მის მხარეებზე, რას შეიცავს და რა ზიანს აყენებს ის მომხმარებელს....

"მარიხუანა" ნიშნავს "მომწამვლელს" და პირდაპირ მიუთითებს მოსალოდნელ შედეგებზე.მარიხუანას ბოლის შემადგენლობა საკმარისად შესწავლილი არ არის, მას აქვს სპეციფიკური (დამწვარი თოკის) სუნი და მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (ტჰკ) სახელით არის ცნობილი.

მარიხუანას მოწევის შედეგად წითლდება სკლერები, ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა, შეინიშნება გულისცემისა და სუნთქვის აჩქარება, მოწევის დროს, ჩვეულებრივ, იწყება ხველა, ითრგუნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობა, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის დაგვეითება.

პრეპარატის მოქმედება იწყება მოწევიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ლორწოვანი გარსების გაშრობით, ძლიერი წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებით, შეიძლება იყოს ყურებში შუილი, თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება.მარიხუანას რეგულარულად მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზროვნებისაკენ მიდრეკილება.დიდი დოზებით სისტემურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი-ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა.


ზემოაღნიშნული ტჰკ გროვდება ცხიმოვან უჯრედებში და ორგანოებში-თავის ტვინში, სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში, ელენთაში, ღვიძლსა და თირკმლებში.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგც მისი ზემოქმედება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.

მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო აზიანებს სასუნთქ ორგანოებს ვიდრე თამბაქოსი.

ბევრად უფრო მაღალია ფილტვების კიბოს განვითარების რისკიც.თავისი დამაზიანებელი ეფექტით ერთი ულუფა მარიხუანა ხუთ ღერი სიგარეტის ტოლფასია.

1
4738
2-ს მოსწონს
ავტორი:DONDANE
DONDANE
4738
  
2017, 28 ივლისი, 21:23
სტატიის 99% ტყუილია. საიდან მოგაქვთ ასეთი სირობები ძალიან მაინტერესებს. ან რაში გეხმარებათ დეზიმფორმაციის გავრცელება? თუ არ იცი ან შეცდომაში შეგიყვანეს თავის დროზე სხვასაც ნუ შეიყვან შეცდომაში.
"ტჰკ" არა თი-ეიჩ-სი, ჯერ მარტო ამით გამოიხატება თუ როგორ მოემზადე ამ შედევრის მოჯმამდე.
ამაზე დიდი არაპროფესიონალიზმი ცხოვრებაში არ მინახავს, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით.
0 1 1