საზოგადოება ოჯახი მიკრძალავს! 2012, 30 აპრილი, 17:52 ყველა ნორმალურ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება ახალგაზრდული სამუშაოს მოძებნა. ქართული რეალობა კი ამ მხრივ ამაზრზენია. იმ უამრავ ვაკანსიათა შორის, რომლებიც ასე უხვადაა ინტერნეტსა თუ გაზეთებში, შესაძლოა იპოვო კიდეც თუნდაც დროებითი შემოსავლის წყარო. მაგალითად: კონსულტანტი მაღაზიაში, კურიერი, სარეკლამო აგენტი, ან თუნდაც მიმტანი... შენ აგზავნი მონაცემებს, მერე მიდიხარ გასაუბრებაზე. თითქოს ყველაფერი კარგადაა და შენც უყვები მეგობრებს რომ სამსახურს იწყებ. გაისმის ზარი: შენ აზუსტებ დეტალებს. და აი, მოვიდა დრო რომ ოჯახსაც გააცნო სიახლე. აქ კი შენს აღფრთოვანებას სატიკი უფსკრული ელის. აქ იგებ ფრაზებს, რომლებიც გიწამლავს წუთის წინანდელ სიხარულს. ასე მაგალითად: "ეგღა მაკლია ჩემს შვილზე ალაპარაკდეს ნახევარი თბილისი", "რა გიხარია, რომ ვიღაცის მოსამსახურე უნდა იყო?", "მე რა ვიცი იქ ვინ რას გაკადრებს?", "დაივიწყე ეს სისულეები, ისწავლე და მაგით მიაღწიე რამეს!" .... და კიდევ უამრავი სიტყვა, რომელიც არა მარტო უხასიათობის, არამედ წარუმატებელი ცხოვრების საფუძველიც შეიძლება გახდეს.
49 5-ს მოსწონს |
დღევანდელი რეალობაა
ამიტომ უნდა დაიკიდო ყველას
აზრი დ ამოიქცე ისე როგორ გსრუს...
ან სათანადოთ მოგიარონ რო სამსახური არ ეძებო