x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ტენდენციები

იცით რა მინდა? სულ მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობთ ტენდენციურად ქართულ რაღაცებზე აი, მაგალითად ასეთზე: ჩაბნელებული თბილისიდან წავიდა ვიღაც შტატებში ან ევროპაში, მერე აქეთ-იქით “ტრუპები" ათრია, ქუჩები დააწკრიალა...

გავიდა წლები ცოტა გამოიმუშავა, დაბრუნდა საქართველოში და გვასწავლის!!! გვასწავლის დანა-ჩანგლის ხმარებას, ჩაცმას, სიარულის მანერას, თავშეკავებულ ღიმილს, კანონის პატივისცემას და .აშ. გადაგიხდის მადლობას ფინჯნის მიწოდებისთვის, მოგიბოდიშებს, რომ ხელი მოუხვდა(ფამილარულ გარემოში). ცოტათი მახსენებს არც თუ მაღალი დონის ერთ ქართულ სერიალს. თქვენ რას ფიქრობთ, ამ ადამიანებმა მართლა რაღაც ისწავლეს, ნახეს და ჩვენს განათლებას არიან მოწადინებული თუ საკუთარ ეგოს იკმაყოფილებენ იმ არაფრობის დასავიწყებლად იქ, “აღთქმულ მიწაზე" გაწნულ სილასავით რომ სდევდათ თან?




დაწერეთ, რასაც ფიქრობთ, იქნებ ვცდები? მართლა მაინტერესებს ამაზე საზოგადოებრივი აზრი, იქნებ საერთოდ სხვა შეხედულების ბრძანდებით?



5
17
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
17
  
2012, 30 აპრილი, 20:42
მე თუ მგულისხმობ, მე მინახავს უკეთესი, მაგრამ მორალისტობა არ დამიწყია, მე მხედველობაში ის ხალხი მყავს, რომელიც ჩამოვა და ცხვირაწეული გვასწავლის ჭკუას, სამუშაო კი არანაირი მიმაჩნია დამამცირებად. და ბოლოს გმადლობთ, რეაგირებისა და საკუთარი თვალსაზრისის დაფიქსირებისთვის!!!
2012, 30 აპრილი, 18:18
ვეთანხმები ბლეკს. რას ქვია მართლა რაღაც ისწავლეს ? მე პირადად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თუმცა ქუჩები არ მიწმენდია. არაფრობა რას ნიშნავს, არაფრიდან იწყებს ყველა რაღაცის მიღწევას და ეს საამაყოა და არა სამარცხვინო. მერე აქ რო ჩამოდიხარ და ხედავ რო გაცილებით უარასედა და დაბალ დონეზეა რაღაც ძალიან გინდა გამოასწორო. ვისაც არ უნახია უკეთესი ვერ იგრძნობს ამ უკმაყოფილების გრძნობას.
2012, 30 აპრილი, 17:51
არა არასწორედ უყურებ ამ საკითხს
ჩვენტან საქართველოში მიუხედავატ იმისა რო ნებისმიერ შეუძლია ძალიან კულტურული იყოს მოცემულ სიტუაციაში..
მაინც არ ვიყენებთ ეთიკის ნორმებს
საზღვარგარეტ კი ყველა უნებლიედ ზრდილობიანი და დახვეწილია და რაცარუნდ აეცადო შენც იხვეწები ესეთ გარემოში... ამიტომ
მე არ მიკვირს და კი ალბათ ჩვენზე განათლებული არა მათ უბრალოდ შეითავსეს ეთიკის ნორმები
0 1 5