სხვა ახალი გამოგონება-ტანსაცმელი შხეფი 2013, 23 აგვისტო, 23:51 ესპანელმა დიზაინერმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი ტანსაცმელი–შხეფი.
დიზაინერმა მანელ ტორესმა გამოიგონა ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ ტანზე საღებავის და სხვა ქიმიური გამხსნელების ერთობლივი მისხურებით პირდაპირ სხეულზე იქმნება. რომელიც შემდეგ ჩვეულებრივი ტანსაცმელივით ირეცხება და არაფრით განსხვავდება ჩვეული სამოსისაგან. ეს ძალიან არარეალურად შეიძლება ჩაითვალოს მაგრამ მანელ ტორესმა თავისი გასაოცარი შხეფი ანუ “სპრეი" დააპატენტა კიდეც. მას ეს ორიგინალური იდეა სწავლის დროს მოუვიდა, როდესაც მან მაგისტრის ხარისხი მიიღო ქალის მოდური ტანსაცმელის სფეროში. იგი ბევრ დროს ხარჯავდა განსაკუთრებით ქსოვილის შეღებვაში და მან მოიგონა “ფუტურისტული, სწრაფი, და გამოყენებადი მატერიალი." მრავალი წლის შემდეგ მან მიაგნო მატერიალს რომელიც ადამიანის სხეულზე კონტაქტისას იქცეოდა ადამიანის “მეორე კანად".შხეფი შედგება პოლიმერებისაგან, რომელიც ბოჭკოებს აერთებს, რომ ორგანულ მასალად ჩამოყალიბდეს. გამოიყენება-ბამბა, ბოჭკოვანი აკრილი, სელი და ა.შ. შხეფი ტანზე მისხურებისას მაშინვე მყარი ხდება. შეიძლება გარდაიქმნას შარვლად ან მაისურად. ტორესი ახლა ამ მატერიალის ტექნოლოგიის გაიაფების მეთოდებზე მუშაობს. ინჟინერ მეხანიკოსის პოლომ ლუკხამომთან ერთად. დიზაინერი იმედოვნებს რომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი ტექნოლოგიური ტანსაცმელი გახდება მაისურების, ქვედაბოლოების, შარვლების რეალური ალტერნატივა. 1159 9-ს მოსწონს
|