x
image
natia.a
წერილებს უკვე მფრინავი ფოსტალიონები არიგებენ
image

საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის, ოვერნის საფოსტო მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ მალე გზავნილების დარიგებას კომპანია Parrot-ში წარმოებული რადიომანქანების საშუალებით განახორციელებს.


დღეისთვის 20 ფოსტალიონისა და ამდენივე რადიომანქანისგან შექმნილი ჯგუფი უკვე მუშაობს კორესპონდენციის დარიგების ახალ საპილოტე სქემაზე. ფოსტის მუშაკებს შეუძლიათ აკონტროლონ უპილოტო საფოსტო მანქანები IPod Touch-ზე, iPhone-სა და Android ზე დაყენებული სპეციალური პროგრამით.

image


ახალი საფოსტო ალგორითმის შემქმნელები თვლიან, რომ იდეა მართლაც წარმატებული იქნება და 50 მეტრის სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო მანქანების საშუალებით გაცილებით გაადვილდება დაშორებულ რაიონებში წერილის ჩატანა.


image

0
33
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0