x
image
ლია იობიძე
სამზარეულო და უკანა ეზო ბისერებისგან

მართლაც ძნელი წარმოსადგენია რა მოთმენის უნარი უნდა ქონდეს ადამიანს, რომ მილიონებით ბისერითა და წლების განმავლობაში დაუღალავი შრომის წყალობით შექმნას ასეთი საოცრება.image
თქვენს წინაშეა ნატურალური ზომის სამზარეულო, რომელიც შექმნილია ბისერებისაგან.image
უფრო სწორად "მოპირკეთებულია" მილიონობით წვრილი ზომის ბისერით, მართლაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა ნივთი, რომლებიც ამ სურათებშია ნაჩვენები დაფარულია ბისერით.image
ეს კოლოსალური სამუშაო შეასრულა ამერიკელმა ლიზა ლუმ. მან სამზარეულოს შექმნას მოანდომა 5 წელიწადი (1991-1996). imageimage
ლიზა სპეციალური უწვრილესი სამაგრებით სათითაოდ ამაგრებდა ბისერებს ნივთების ზედაპირზე და ამით ქმნიდა მოზაიკურ რელიეფს ყველაფერზე, გაზეთსა და ჩიპსების პარკზეც კი. imageimage
1999 წელს ლიზამ დაიწყო ახალი პროექტი –"უკანა ეზო", რაზეც 30 მილიონი ბისერი დაიხარჯა.image
განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დაჭირდა 250 000 ბალახისა და ყავილების შექმნას.image
2013 წელს ლიზამ წარმოადგინა ახალი პროექტი "ყვავილებიანი მინდორი", რომლის ჩვენებაც სან-დიეგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოაწყო.
image
ეს პროექტი მიუძღვნა აფრიკის ბუნებას, სადაც ის ახლა მუშაობს. imageimageimage
ხელოვანი ამბობს, რომ მისი შემოქმედება აფრიკის ხალხთა დიდმა ტრადიციამ შთააგონა. ლიზა მუშაობდა აფრიკელი, ბისერებით ქსოვის ოსტატებთან ერთად, რომლებმაც მას წინაპართა მიერ გადმოცემული გამოცდილება გაუზიარეს.

4
67
4-ს მოსწონს
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
67
  
2013, 24 აგვისტო, 21:56
მადლობა გენაცვალე!!!!
2013, 24 აგვისტო, 21:54
მაგის ნერვწები მომცა:))))))))))
ყოჩაღ კარგი სტატიაა
2013, 24 აგვისტო, 21:32
მართლაც, საოცარი ნებისყოფის პატრონი ყოფილა.
2013, 24 აგვისტო, 21:24
ყოჩაღ მაგის ნებისყოფას:)
0 1 4