პოლიციამ და სპეცრაზმმა "პედოფილი" ჩაქოლვისაგან იხსნა. რუსეთი
2013, 22 აგვისტო, 20:15
დაკავებული "პედოფილი" პოლიციამ და სპეცრაზმმა დაიცვა თანასოფლელების რისხვისაგან. ასტრახანის ოლქის ნარიმანოვსკის რაიონის სოფელ კურჩენკოს მოსახლეობამ ძებნა დაუწყო ორჯერ ნასამართლევ რუსლან გიხაევს, რომელმაც 9 წლის გოგონაზე იძალადა. 28 წლის ბოროტმოქმედმა მეგობარს დაურეკა და სთხოვა მისთვის საჭმელი და თბილი ტანსაცმელი მიეტანა, მეგობარმა კი დამნაშავის დაფარვა არ ისურვა და თანასოფლელებს შეატყობინა. მოსახლეობას მალევე შეუერთდა მოხალისეები მეზობელი სოფლებიდან და პოლიციასთან ერთად ცეცხლი წაუკიდეს მინდორს, სადაც მათი აზრით მაღალ ბალახებში იმალებოდა მოძალადე. მოსახლეობამ პოლიციასთან ერთად ალყა შემოარტყა ცეცხლწაკიდებულ მინდორს. მართლაც მოძალადე მალევე გახდა იძულებული თავის გადასარჩენად ხანძრიდან გამოსულიყო, აქ კი მას მოსახლეობა დახვდა, მაგრამ პოლიციამ და პოლიციის სპეცრაზმმა მისი "ლინჩის" წესით დასჯის უფლება არ მისცა და ვერტმფრენით გადაიყვანა დროებითი დაკავების საკანში. გთავაზობთ დასკვნითი სიტუაციის ვიდეოს.