საზოგადოება
სანამ ლინდსის მამას ეძინა, ლოჰანს "ჯადოქართან" ჰქონდა სექსი მეორე ოთახში
2012, 21 მარტი, 21:12
ტაბლოიდი
Radar OnLine ამტკიცებს, რომ ამ ვნებიანი ღამის ვიდეოჩანაწერი გააჩნია.
პორნოფილმების ვარსკვლავი ალექს ტორესი ამტკიცებს, რომ ლინდსი ლოჰანთან სექსი ჰქონდა; თანაც, იმ დროს, როცა მსახიობის მამას, მაიკლ ლოჰანს გვერდზე ოთახში ეძინა. ტაბლოიდი Radar OnLine ამტკიცებს, რომ ამ ვნებიანი ღამის ვიდეოჩანაწერი გააჩნია.ალექსი პორნოინდუსტრიაში ცნობილია ზედმეტსახელითVoodoo (ჯადოქარი).ალექს ტორესმა ეს სკანდალური განცხადება რადიოარხ ტორონტო - Newstalk 1010-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როდესაც ალექსი სიამაყით ყვებოდა საკუთარი სექსმიღწევების შესახებ, უბრალოდ, სხვათა შორის აღნიშნა, რომ ლინსი ლოჰანთან სექსი ჰქონდა; და მეტიც, მსახიობმა პორნოვარსკვლავს სექსის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. ალექსმა მეტი დამაჯერებლობისთვის დასძინა: "ჰკითხეთ მამამისს, მაიკლს. იმ დღეს ის სახლში იყო და მშვიდად ეძინა. მან იცის, რომ მის ქალიშვილთან ღამე გავატარე". ამის შემდეგ "ჯადოქარმა" თქვა: "ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი მზად არის გადაიხადოს ფული ჩემთან სექსში".წამყვანი, რომელსაც მაინც არ სჯეროდა პორნოვარსკვლავის განცხადების, ჩაეკითხა: "ანუ თქვენ აცხადებთ, რომ ლინდსი ლოჰანთან იწექით?"ალექსმა უპასუხა: "მე თქვენ სრული სიმართლე გითხარით". პრობლემა იმაშია, რომ ლინდსის მას მერე ცხოვრება არ შეუძლია ალექსის გარეშე, ამ უკანასკნელისთვის კი ლოჰანი "არაფერს წარმოადგენს".ლოჰანის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს: "მათ ნამდვილი გიჟური, ვნებიანი ღამე ჰქონდათ. ლოჰანი მას მერე სულ უკან დასდევს ალექსს. მამაკაცს კი არ სურს ქალთან ურთიერთობის დაჭერა და ნანობს, რომ საერთოდ გაეკარა. ლინდსი გამუდმებით ურეკავს და SMS-ებს უგზავნის პორნოვარსკვლავს. ალექსს კი უკვე აშფოთებს მსახიობის ასეთი ჩაციკვლა. ყველაფერი ეს ძალიან სამწუხაროა. ძალიან საცოდავია სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული ქალი". მასალა მომზადებულია: Radar OnLine-ის მიხედვით