x
image
natia.a
უმძღოლო ავტობუსი უკვე გზაზეა
image

სინგაპურში იწყებენ ახალი ტიპის, უმძღოლო ავტობუსის გამოცდას. ეს უჩვეულო ტრანსპორტი ჯერ მხოლოდ NTU-ს უნივერსიტეტსა და ბიზნეს-პარკს (CleanTech Park) შორის გადაიყვანს მგზავრებს. ელექტრონული ავტომატური ავტობუსები სახელწოდებით Navia ფრანგულმა კომპანია Induct Technology-მ შექმნა. ავტობუსი 2 კილომეტრიან მარშრუტს გაივლის უმძღოლო საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების საპილოტე პროგრამის ფარგლებში.

image


Navia-ში 8 მგზავრი ეტევა. ავტობუსში ასვლისას მგზავრი სპეციალურ სენსორულ ეკრანზე ირჩევს დანიშნულების ადგილს. ტრანსპორტი მოძრაობს 20 კმსთ სიჩქარით, იყენებს LIDAR-სა და სტერეოკამერებს. მარშრუტის დასრულების შემდეგ მანქანა მიემართება სადგურში დასატენად.


image


ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში მოკლე მანძილზე მგზავრთა გადასაყვანად უმძღოლო ავტობუსები სინგაპურის სხვა რეგიონებშიც გაჩნდება

1
117
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
117
  
2013, 25 აგვისტო, 16:37
ძალიან მაგარია
0 1 1