x
image
თამარი555
სევდიანი ისტორია
.. ის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანიის ოპერატორად მუშაობდა. მას ბევრი ადამიანი აწუხებდა ყოველ დღე. ყველას თავისი პრობლემა ჰქონდა. ვის “ ზარი" არ გადიოდა, ვის ვიღაც ურეკავდა და ხმას არ იღებდა, ვის ზედმეტი თანხა გამოუწერეს და ა.შ... შუადღეს დაახლოებით უკვე 300 აბონენტმა დაურეკა. მთლიანად მთელი თვის მანძილზე დაახლოებით 7500 ადამიანი რეკავდა.... მაგრამ იყო ერთი ზარი რომელიც არასოდეს დაავიწყდება... საღამო მოახლოვდა და ის კარგ ხასიათზე იყო. უკვე მორიგეობის დასასრული დგებოდა როცა ზარი გაისმა.. დარეკა დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა..

–გოგონა გამარჯობათ, აბა ნახეთ ამ ნომრიდან როდის განხორციელდა ბოლო ზარი.

–ოპერატორმა შეამოწმა მონაცემები და ხედავს რომ სიმბარათი უკვე რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს. მან უთხრა აბონენტს რომ თუ 180 დღის მანძილზე არ იქნება სიმბარათი გამოყენებული ის ავტომატურად დაიბლოკება.

მამაკაცმა შეაწყვეტინა:


–დიახ, დიახ ვიცი ეს ჩემი მეუღლის ნომერია...

სიჩუმე...

–თქვენ მე მისმენთ?

–დიახ უკაცრავად. ეს ჩემი მეუღლის ნომერია. საქმე იმაშია რომ იგი 4 თვის უკან დაიღუპა. დაკრძალვისას მე ტელეფონი მას გვერდით დავუდე. ყოველ საღამოს 9 საათზე მე მას ვურეკავ და ვუსმენ ამ სულელურ მელოდიას კინოფილმიდან “ბრილიანტის ხელი, " რომელიც მას რატომღაც ძალიან მოსწონდა.. დღეს კი ვნახე რომ ტელეფონი გამორთულია..ალბათ ბატარეა დაჯდა... მინდოდა მეთხოვა თქვენთვის, რომ სიმბარათი არ დაბლოკოთ.... არ მინდა დავრეკო და მოვისმინო სხვა მელოდია ან სხვისი ხმა, მინდა რომ ეს ტელეფონი მუდამ მასთან იყოს...

მან უცებ ტირილი დაიწყო და ოპერატორმა იგრძნო რომ თითქოს მას მთელ ტანში ჭიანჭველებმა დაუარეს. მას სურდა აეხსნა მისთვის რომ ამ სიმბარათიდან ერთხელ მაინც სმს-ი ან ზარი უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს სრულ ბოდვად ჩაითვლებოდა. მან უკვე აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა მამაკაცი.

–მე მესმის, ძალიან ვწუხვარ..

–გოგონა არ იფიქროთ რომ მე თავში ყველაფერი წესრიგში არა მაქვს, უბრალოდ მე ძალიან ძლიერად მიყვარს...

დააგდო ტელეფონი.. ოპერატორს ცრემლები წამოუვიდა.. მას 30 აბონენტი ელოდებოდა გარეთ.. ის კი ტიროდა და ფიქრობდა...“რამდენად ძლიერი უნდა იყოს სიყვარული რომ აცნობიერებდეს რომ ვეღარაფერს დაიბრუნებს, ვერაფერს გამოასწორებს, და რეკავს რეკავს ტელეფონზე მეასეჯერ და ისევ იმედი აქვს, რომ იქ სადღაც ბოლოს კვლავ გაიგონებს ტკივილამდე მისთვის საყვარელ და მშობლიურ ხმას..."



image

4
377
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
377
  
2013, 27 აგვისტო, 16:58
:( ვაიმეეე :'(
2013, 23 აგვისტო, 12:50
მეტკინა :(
0 1 4