შოუბიზნესი თიკა ჯამბურია ყოფილ ქმარს შეურიგდა? 2013, 20 აგვისტო, 21:00
ცოტა ხნის წინ მომღერალმა საგრძნობლად, 12 კილოგრამი დაიკლო წონაში და მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმაც შეძლო. "ცხოვრების რეჟიმი შემეცვალა, უფრო აქტიური გავხდი, თეატრალურ უნივერსიტეტს ვამთავრებ, ვმუშაობ, ბევრს ვმოძრაობ, თან ზაფხულია, მომინდა კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და კვების რაციონიც შევცვალე. უფრო ჯანსაღ საკვებს ვიღებ, შევზღუდე ცომეული, ცხიმიანი საკვების მიღება, ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ორ თვეში 12 კილო დავიკელი. რაიმე კონკრეტული დიეტა არ დამიცავს, არადა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა დიეტას ვიცავდი, დავდიოდი დიეტოლოგებთან, მგონი, ყველასთან ვარ ნამყოფი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური ფეხით სიარული და სწორი კვება აღმოჩნდა."-გვიამბო მომღერალმა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... 3705 8-ს მოსწონს 2-ს არა
|