შოუბიზნესი თიკა ჯამბურია ყოფილ ქმარს შეურიგდა? 2013, 20 აგვისტო, 21:00 ყველასათვის ცნობილი მომღერალი თიკა ჯამბურია ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. დღემდე საუბრობდნენ მის ნაადრევ და უიღბლო ქორწინებაზე. მომღერალი დაქორწინებული იყო ბექა ხოფერიაზე, წყვილს ერთი ქალიშვილი, პატარა ნინა ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ კი ბექამ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ქალიშვილის, ნინასა და თიკას მამის ფოტო ატვირთა წარწერით: "ჩემი შვილი და ყოფილი ან მომავალი სიმამრი". ჭორებიც გავრცელდა, ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ წყვილი შერიგდა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა საგრძნობლად, 12 კილოგრამი დაიკლო წონაში და მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმაც შეძლო. "ცხოვრების რეჟიმი შემეცვალა, უფრო აქტიური გავხდი, თეატრალურ უნივერსიტეტს ვამთავრებ, ვმუშაობ, ბევრს ვმოძრაობ, თან ზაფხულია, მომინდა კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და კვების რაციონიც შევცვალე. უფრო ჯანსაღ საკვებს ვიღებ, შევზღუდე ცომეული, ცხიმიანი საკვების მიღება, ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ორ თვეში 12 კილო დავიკელი. რაიმე კონკრეტული დიეტა არ დამიცავს, არადა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა დიეტას ვიცავდი, დავდიოდი დიეტოლოგებთან, მგონი, ყველასთან ვარ ნამყოფი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური ფეხით სიარული და სწორი კვება აღმოჩნდა."-გვიამბო მომღერალმა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... 3699 8-ს მოსწონს 2-ს არა
|