x
image
natia.a
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საზამთროს დესერტი? (სამარხვო და დაბალკალორიული)



image


საზამთრო ამ დროს ყველაზე მისაღები ხილია: თითქმის უკალორიო და მარგებელი.


მაგრამ ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია სულ ერთი და იგივე, დაჭრილი საზამთრო...


ნაყინი ყველას გვიყვარს, მაგრამ არ "გვიყვარს" კალორიები, რომლებიც მასშია.



თან მარხვაც არის...


ჰოდა ცოტა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ერთფეროვანი ყოველდღიურობა და შევუცვალოთ ფორმა "დალოცვილ" საზამთროს ისე, რომ კალორიები დიდად არ მივამატოთ.


მოკლედ, დავიწყოთ:



დაგვჭირდება:


1. საზამთროს კურკაგაცლილი რბილობი: დაახლოებით 10 კილოიანი საზამთროს ნახევარი;

2. 2 ლიმონი;

3. 1 ჩ.ჭ. შაქარი;

4. ბლენდერი.


პროპორციები თავად შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისა და გემოვნების მიხედვით.


image



დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად საზამთრო. ჩავყაროთ ბლენდერში, დავამატოთ შაქარი.

image


გამოვწუროთ ლიმნის წვენი და ჩავასხათ ისიც ბლენდერში. ავთქვიფოთ.


image



მიღებული პიურესებური მასა ჩავასხათ ჯამში ან ერთიან სანაყინე ფორმაში. შევდოთ საყინულეში 60-90 წუთით.

image

ნახევრად გაყინული მასა გამოვიღოთ და კარგად ავურიოთ.

image

ისევ შევდგათ საყინულეში 1 საათით და შემდეგ გავიმეოროთ არევის პროცედურა. გადავიტანოთ სანაყინეებში და მივირთვათ.


image



დამიჯერეთ, ნამდვილად გაგაგრილებთ...

0
202
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0