x
image
ია გელიტაშვილი
ჩემი თვალთახედვა
სრულყოფილებისთვის მხოლოდ სრულყოფილებაა საკმარისი.მხოლოდ სრულყოფილებისთვის კი ჩემთვის შენ ხარ საკმარისი.

ჩაქმოყალიბებამდე ბევრი მაკლია, კიდევ ბევრია განსახილველი, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის იქნებ ამ აზრზე და პოზიციაზე ჩამოვყალიბდე და მე ვიქნები სრულყოფილი.

საშინლად მტკივა თავი ამ ყველაფერს თან უშუქობა და საშინელი სიცხეც ერთვის თან.

ყველაფრის დატოვების და გაქცევის უდიდესი სურვილით შეპყრობილი მე და ალბათ დაღლილი სადმე შენც.


სიცარიელის გრძნობით ავსებული და სრულიად დაცარიელებული ადრე მრავლისმეტყველი და ახლა საერთოდ არაფრის მთქმელი თვალები, რომელიც ისეთი დაჟინებით გაკვირდება თითქოს რაღაცას ეძებს შენში.მერე თვალს მოგარიდებს რაც იმის მანიშნებელია რომ უკვე იპოვა.

ფიზიკური სიდიდეების, ფსიქოლოგიური შემოტევების თუ უბრალოდ პირადი თვალთახედვის მიუხედავად მაინც გესმით ერთმანეთის.გისხამს არაყს შენ სწრაფად ცლი, თავისთვისაც ისხამს და ისიც ისეთივე სისწრაფით ცლის.

ისევ სიჩუმე და ისევ არაფრისმეტყველი თვალები, ისევ სიბნელე და ისევ საშინელი სიცხე.

-ახლა დროა გავქრე ისე უცებ როგორც გავჩნდი.კიდევ დაგისხა?

-არა წადი უკვე საკმარისი დავლიე.ან იყავი.. და გაჩუმდი

-გავჩუმდები

ისევ სიბნელე, ისევ სიცხე და ახლა უკვე დაუსრულებელი სიჩუმე.imageimageimage


0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0