x
image
თამარი555
უცნობი ნიკოლ კიდმანი
ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი, პირველი ავსტრალიელი რომელმაც “ოსკარი" მიიღო ნომინაციაში “საუკეთესო არტისტი", ტომ კრუზის ყოფილი მეუღლე, სუნამო შანელის სახე.. ეს –ნიკოლ კიდმანია.


image


მიუხედავად იმისა რომ ნიკოლ კიდმანი ავსტრალიელ მსახიობად ითვლება, იგი დაიბადა ჰავაიზე აშშ–ში.


მსახიობმა აღიარა რომ კარიერის დასაწყისში ის თმებს წითლად იღებავდა, რაც უფრო მეტად შეეფერებოდა მის ფერმკრთალ სახეს. სინამდვილეში კი მას ბუნებრივი ქერა თმები ჰქონდა.



image


მისი სიმაღლეა 180 სმ. იგი ათი სანტიმეტრით მაღალი იყო მის ყოფილ ქმარზე ტომ კრუზზე.

მათი განქორწინების სასამართლო პროცესი ორი წელი მიმდინარეობდა. დასრულდა იმავე კვირაში როცა მსოფლიო გაქირავებაში გამოვიდა საშინელებათა კრებული “სხვები"–კიდმანის მონაწილეობით (2001წ).

ერთ-ერთი რეპეტიციის საცეკვაო ნომრის “მულენ რუჟი"–სათვის მისი ფეხის მოტეხით დამთავრდა. მისი ჯანმრთელობის აღდგენამდე გადაღებები შეჩერდა.

კიდმანმა უარყო შემოთავაზებული როლი როკსი ხარტის “ჩიკაგო"-ში.(2002წ). შემდეგ ეს როლი მისმა მეგობარმა რენე ზელვეგარმა აიღო და მას “ოსკარი" მოუტანა.


image
2006 წლის 25 ივნისს კიდმანი დაქორწინდა კიტ ურბანზე. ქორწილს 230 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: რასელ ქროუ, ბაზ ლურმანი, ხიუ ჯეკმანი... მოწვეულთა შორის იყო ჯიმ ქერი–მსახიობს ძალიან უნდოდა დასწრებოდა საქორწინო ცერემონიალს და თვითმფრინავის ბილეთიც ჰქონდა დაბრონილი, მაგრამ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბოლო მომენტში გადაიფიქრა წასვლა.


image


ნიკოლ კიდმანს ოთხი შვილი ყავს. გარდა იზაბელ ჯეინის და კონონა ენტონის, რომელიც იშვილა ტომ კრუზთან თანაცხოვრების დროს, მას ჰყავს კიდევ ორი შვილი, რომელიც კიტ ურნბანთან შეეძინა.


–არ არის აუცილებელი გაიხადო სექსუალობისათვის. მე ბიჭური აღნაგობა მაქვს–და გულახდილად უნდა ითქვას კარგი იქნებოდა ცოტა სრული ვყოფილიყავი.–ამბობს ნიკოლ კიდმანი.


მომავალი გეგმების შესახებ:


მე ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ბრძენი და ჭკვიანი სინამდვილეში. ამისათვის საჭიროა ბევრი გაიარო და გადაიტანო. და მეც ახლა მზად ვარ ბევრი გავიარო და გადავიტანო...

0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0