ფეხბურთი კრიშტიანო რონალდო: "მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს" 2013, 19 აგვისტო, 12:43 "მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს ალბერტ ფანტრაუს იმისათვის ვინც მე ახლა ვარ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ჭაბუკთა კლუბში. ერთხელ როდესაც სპორტინგის წარმომადგენლები მოვიდნენ, მათ ჩვენ გვითხრეს, რომ ვინც უფრო მეტ გოლს გაიტანს ის იქნება აყვანილი ჩვენს აკადემიაში". "ჩვენ მატჩი 3-0 მოვიგეთ, მე გავიტანე პირველი გოლი, ალბერტმა თავური დარტყმით შეძლო კარის აღება და შემდეგ მესამე გოლი რომელმაც ყველა განანცვიფრა. ალბერტი დარჩა ერთი ერთზე მეკარესთან მე მის უკან მივრბოდი, მან ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეკარე და ერთად ერთი რაც უნდა გაეკეთებინა ცარიელ კარის ბადეში გაეხვია ბურთი, მაგრამ მან პასი მე მომცა და მეც გავიტანე. ამის შემდეგ მე ვიქენ დაშვებული სპორტინგის აკადემიაში. მატჩის შემდეგ მე მას მივუახლოვდი და ვკითხე "რატომ" მან კი მიპასუხა; "შენ ჩემზე უკეთესი ხარ". რამოდენიმე წლის შემდეგ ჟურნალისტები ალბერთს შინ ეწვივნენ და კითხეს მართალი იყო თუ არა ეს ფაქტი.მან დაადასტურა. მან ასევე თქვა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დამთავრდა იმ მატჩის შემდეგ და ახლა ის უმუშევარი იყო. "მაგრამ საიდან გაქვთ ასეთი მდიდრული სახლი და მანქანა? შენ მდიდარი ადამიანი ჩანხარ.საიდან ეს ყველაფერი?" ალბერტმა კი ამაყად უპასუხა;ეს ყველაფერი კრიშტიანოს დამსახურებაა. 188 5-ს მოსწონს
|